სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი მოდელი და ინფლუენსერი, 37 წლის კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს. მკვლელობაში მისი მეგობარი მამაკაცია ეჭვმიტანილი...
ბოლო პერიოდში, ისევე, როგორც სხვა დროს, კესარია სოციალურ ქსელში ჩვეულად აქტიური იყო. ხშირად აქვეყნებდა თავის ფოტოებს, ვიდეოებს.
ბოლო ვიდეო გუშინ ჰქონდა გამოქვეყნებული.
ხშირად აქვეყნებდა დედასთან ერთად ფოტოებს - ულამაზეს უკრაინელ ქალბატონთან, რომელსაც უმადლოდა ხოლმე გარეგნობას და საოცარ გენეტიკას. "დედა უკრაინელი გახლავთ. არანაირი ოპერაცია არ აქვს გაკეთებული, ის ბუნებრივად ლამაზია. დედაც ჩემს ტანზეა და ერთმანეთის სამოსს ვიცვამთ...:" - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში.
კესარიას დედა:
ულამაზესია კესოს და, ანა აბრამიძე.
ასევე არაერთხელ გამოუქვეყნებია ბავშვობისა და ჭაბუკობის ფოტოები, სანამ საზოგადოებისთვის ცნობილი სახე გახდებოდა.
როგორც ცნობილია, კესარია (პირვანდელი სახელი - ბესო) აბრამიძე 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. ის იყოპირველი ქართველი, რომელმაც საჯაროდ აღიარა და ისაუბრა საკუთარი ტრანსსექსუალობის შესახებ. იყო ცნობილი სახე, მოდელი, ინფლუენსერი, თამაშობდა კინოში. 2018 წელს მის ტრანს მსოფლიოს სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა საქართველოს სახელით.
კესარიას საზღვარგარეთ გენეტიკური მასალის გაყინვა ჩაუტარდა, რისი საშუალებითაც შეეძლო ბიოლოგიური შვილის ყოლა. გაკეთებული ჰქონდა რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია. 2014 წელს განაცხადა, რომ სასქესო ორგანოს ოპერაციაც გაიკეთა, რითაც ნამდვილ ქალად იქცა.