61 წლის დემი მური შვილებთან ერთად - ვარსკვლავის მორიგ შთამბეჭდავ გამოჩენას აჟიოტაჟი მოჰყვა - მშობლები

61 წლის დემი მური შვილებთან ერთად - ვარსკვლავის მორიგ შთამბეჭდავ გამოჩენას აჟიოტაჟი მოჰყვა

2024-09-19 08:04:47+04:00

დემი მურის ახალგაზრდულ იერზე უკვე ლეგენდები დადის და ვარსკვლავის ყოველი მორიგი გამოჩენა წინაზე უფრო ეფექტურია ხოლმე. ამჯერად დემი მური ორალ ფარჟის ფილმის "სუბსტანციის" პრემიერაზე გამოჩნდა. ფილმი წელს პირველად კანის კინოფესტივალზე წარადგინეს და საუკეთესო სცენარისთვის მიიღო ოქროს პალმის რტო.

მთავარ როლს დემი მური ასრულებს და მისი გმირი ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებისთვის იბრძვის. დემიმ ამ თემაზე ცოტა რამ ნამდვილად არ იცის. 61 წლის ასაკში მართლა შესანიშნავად გამოიყურება. პრემიერაზე სამი ქალიშვილი უმშვენებდა გვერდს, თუმცა ფოტოების გავრცელების შემდეგ უამრავი ადამიანი წერდა, რომ დემიმ ქალიშვილები კვლავ დაჩრდილა საკუთარი გარეგნობით და ბრწყინვალებით.

460167630-2536756826715207-6759799481353248962-n-1726719227.jpg

400x600-1-afbabd60055360d7cca47722f810bfd62722x4082-0xf6xaqrkd-8749590297289025308-1726719227.jpg

პლანეტის ულამაზესი ბებია... - 61 წლის დემი მურის სილამაზის საიდუმლო
ბრიუს უილისი იღიმის და მომენტით ტკბება, თუმცა ექიმების პროგნოზი სავალალოა - ახალი კადრები ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა