2 წლის ბავშვმა ბუჩქებში ხელყუმბარა იპოვა და სახლში მიიტანა - იარაღი ექსპერტიზაზეა გადაცემული - მშობლები

2 წლის ბავშვმა ბუჩქებში ხელყუმბარა იპოვა და სახლში მიიტანა - იარაღი ექსპერტიზაზეა გადაცემული

2024-09-19 12:05:48+04:00

ორი წლის ბავშვმა ბაღში, ბუჩქებში დიდი სამამულო ომის დროინდელი ხელყუმბარა იპოვა და სახლში მიიტანა. შემთხვევა მოსკოვის მახლობლად, სოფელ ვლასოვოსში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Mash Telegram-ის არხი იტყობინება.

არხის ცნობით, ნაპოვნი საბრძოლო მასალა, სავარაუდოდ, არის RGD-33 დაჟანგული გარსაცმით. როდესაც ბავშვმა ის სახლში მიიტანა, დედამ პოლიცია გამოიძახა.

შემთხვევის ადგილზე გამნაღმველებიც მივიდნენ და ხელყუმბარა ექსპერტიზაზე წაიღეს.