სამწუხაროდ, ყველგან არიან საბავშვო ბაღის აღმზრდელები, რომლებსაც არ აქვთ განვითარებული თანაგრძნობის უნარი და არ ესმით, რომ ბავშვი და ზრდასრული ერთი და იგივე არ არის. შეუძლიათ უყვირონ ბავშვებს, სასტიკი მეთოდებით დასაჯონ. საბჭოთა ბაღებში ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდები ყოველდღიურობა იყო. დღეს კი ავსტრალიელი ქალი, სახელად ქლოი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში საბავშვო ბაღში მუშაობდა, ზუსტად მსგავს მეთოდებზე საუბრობს. მისი თქმით, ამ მეთოდებს საბავშვო ბაღში მისი კოლეგები დღესაც იყენებენ, რის გამოც ზოგიერთი სამსახურიდანაც დაუთხოვიათ. იმედია, ჩვენთან მსგავსი რამ აღარ ხდება და არც იმას ნიშნავს, რომ ყველა მასწავლებელი ან ძიძა ასეთია, მაგრამ ამ ყველაფრის ცოდნა დაგეხმარებათ, დროულად მიიღოთ საჭირო ზომები და დააკვირდეთ ბავშვის ქცევას.
1. უხეშად გაღვიძება
საბავშვო ბაღში ბავშვები განრიგის მიხედვით იძინებენ. ქლოემ თქვა, რომ მათ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვებს 14:00 საათზე აღვიძებდნენ, რადგან განრიგში იყო გაკვეთილები, გასეირნება და სხვა გეგმები. არავინ ელოდა, რომ ბავშვი თავისით გაიღვიძებდა. სამწუხაროდ, მოულოდნელად წამოაყენებდნენ ფეხზე.
„მინახავს ეს საწყალი 2-3 წლის ბავშვები, რომლებსაც ადგომის შემდეგ ჯერ კიდევ ეძინათ“ - ამბობს ქლოე.
2. იძულებით დაძინება
ზოგიერთ მასწავლებელს, პირიქით, ძალიან უნდა, რომ ყველა ბავშვმა დაიძინოს და ამ დროს თავად დაისვენონ. თუ ბავშვს კატეგორიულად არ სურს დაძინება, მას მაინც აწვენენ საწოლში და აიძულებენ მშვიდად იწვეს თვალდახუჭული. იმ ბავშვებსაც კი, რომლებსაც არ ეძინებათ, არ აძლევენ მშვიდად თამაშის საშუალებას. ქლოე აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ასეთ ბავშვს 2-3 საათის განმავლობაში უწევდა ჩუმად წოლა.
3. პოლიციით დამუქრება
„თუ კარგად არ მოიქცევი, პატრულს გამოვუძახებ და წაგიყვანს“, - ასე ამბობენ ხოლმე საბავშვო ბაღის აღმზრდელები და ქლოე ამას უშუალოდ შეესწრო.
„არ მომწონს ასეთი მუქარა მაშინაც კი, თუ ხმაურობენ და ცუდად იქცევიან. ეს ზედმეტ შიშს და პანიკას ქმნის. ამან შეიძლება ბავშვებში შიშებიც კი გამოიწვიოს“, - ამბობს ყოფილი მასწავლებელი.
4. ემუქრებიან, რომ მშობლები არ მოვლენ მათ წასაყვანად
ეს კიდევ ერთი ტაქტიკაა, რომელსაც ზოგიერთი აღმზრდელი ატირებული ბავშვის გასაჩუმებლად იყენებდა. "კარგად მოიქეცი, თორემ დედა ან მამა არ მოვლენ და ღამით აქ დაგტოვებენ." უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა შეიძლება იგრძნოს ბავშვმა ამ მომენტში.
„წარმოიდგინეთ, ხართ სამი, ოთხი, ხუთი წლის და ვინმე, ვისაც ენდობი, გეუბნებათ, რომ მშობლები აღარ დაბრუნდებიან შენთან. ვფიქრობ, რომ ეს საზარელი საქციელია“, - აღიარებს ქლოე.
5. არ აძლევენ მაგიდიდან ადგომის საშუალებას, სანამ ბოლომდე არ შეჭამენ.
არიან ბავშვები, რომლებიც უცნობ გარემოში სტრესს განიცდიან და მადას კარგავენ, არიან ისეთებიც, რომლებიც გარკვეულ საკვებს ვერ იტანენ. მაგრამ თუ მათ აიძულებთ ჭამას და აუკრძალავთ მაგიდიდან ადგომას, სანამ ბოლომდე არ შეჭამენ, ეს სისასტიკეა.
6. აიძულებენ, მარტო ჭამონ
ზოგჯერ ცელქი ბავშვები განზრახ იზოლირებულნი არიან სხვებისგან და სადილის მარტო ჭამას აიძულებენ. ფსიქოლოგიური ზეწოლის ამ მეთოდს არავითარი სარგებლობა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ბავშვი ყველასგან განსხვავებულად გრძნობს თავს.