ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ხმაურიან ხელახალ ქორწინებას ასევე ხმაურიანი განქორწინება მოჰყვა. როგორც ამბობენ, ჯეი ლო შურისძიებისთვის ემზადება და ბენ აფლეკის რეპუტაცია პირად სფეროში - საძინებელში, საფრთხის ქვეშაა.
ამბავი, რომელიც კეთილად დასრულებულ ზღაპარს ჰგავდა, ცუდი ფინალისკენ ავიდა. როცა წყვილი თითქმის ოცწლიანი დაშორების შემდეგ ისევ შეერთდა, ჯეი ლომ ლამის პიედესტალზე აიყვანა პარტნიორი. ინტერვიუებში და სიმღერებში დითირამბებით ამკობდა მას, როგორც საყვარელს და პარტნიორს და ამტკიცებდა, რომ მათი ვნება არასოდეს ქრებოდა. ახლა კი სულ სხვა მიმართულებით აპირებს ბენის წარმოჩენას.
"ამბობს, რომ ბენი ძალიან პრიმიტიული და ეგოისტური იყო ლოგინში. ახლა ნანობს კიდეც, რომ ასეთი გულახდილი სიმღერები მიუძღვნა", - ამბობენ ჯეი ლოს ახლობლები და მათივე თქმით, ჯეი ლო ახალ მუსიკალურ პროექტზე მუშაობს, სადაც სწორედ ამ თემაზე ისაუბრებს გულახდილად.