რომელი პროდუქტები უნდა მიირთვან ორსულებმა სისტემატურად, რომ ბავშვს აუტიზმის განვითარების რისკი უფრო დაბალი ჰქონდეს - მშობლები

რომელი პროდუქტები უნდა მიირთვან ორსულებმა სისტემატურად, რომ ბავშვს აუტიზმის განვითარების რისკი უფრო დაბალი ჰქონდეს

2024-09-20 11:41:18+04:00

ზღვის პროდუქტები ამცირებს ნაადრევი დაბადების რისკს და დადებითად მოქმედებს ნაყოფის კოგნიტურ განვითარებაზე.

„ორსულ ქალებს ურჩევენ კვირაში დაახლოებით 300 გრამი (დაახლოებით ორი-სამი პორცია) ზღვის პროდუქტი მიირთვან, რათა ხელი შეუწყონ ნაყოფის ტვინის განვითარებას“, - აცხადებენ მეცნიერები.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ორსულობის დროს თევზის ჭამას შეუძლია 20%-ით შეამციროს ბავშვის აუტისტური სპექტრის აშლილობის განვითარების რისკი.გაითვალისწინეთ, რომ თევზის ზეთის დანამატების მიღებას იგივე შედეგის გამოწვევა არ შეუძლია.

„ეს კვლევა დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევს ორსულობის დროს თევზის რეგულარული მოხმარების სარგებლიანობის შესახებ“, - აღნიშნა კვლევის თანაავტორმა დოქტორმა ემილი ოკენმა.

მეცნიერებმა ასევე დაასკვნეს, რომ ზღვის პროდუქტები ამცირებს ნაადრევი მშობიარობის რისკს და დადებითად მოქმედებს ნაყოფის კოგნიტურ განვითარებაზე.

კვლევის შედეგები American Journal of Clinical Nutrition-ში გამოქვეყნდა. თუმცა, მკვლევარებმა აღიარეს, რომ ვერ შეძლეს გაერკვიათ, აქვს თუ არა თევზეულის სახეობას მნიშვნელობა ან რამდენ ომეგა -3-ს შეიცავდა საკონტროლო ჯგუფის მონაწილეთა მიერ მიღებული დიეტური დანამატები, რადგან დასკვნები არსებული მონაცემთა ბაზიდან გამოიტანეს.