"ყოველთვის, სეზონის დაწყების წინ, არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს, ველოდები რაღაც ახალს, რაც უნდა დაიწყოს. ამიტომ არც ეს სეზონია გამონაკლისი და მე და მთელი გუნდი კარგ განწყობაზე ვართ" - გვეუბნებაიუმორისტი, მსახიობი, მუსიკოსი, ბენდის ხელმძღვანელი, პაროდისტი თამუნა ლეკვეიშვილი.
ისეთი მრავალმხრივია, მისი წარდგენისას შეუძლებელია, ყველა უნარი, რაც მას აქვს, არ დაასახელო... თამუნა ლეკვეიშვილის მიერ შექმნილი პერსონაჟები, პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი ქალბატონები, ყოველთვის მაყურებლის ყურადღების ცენტრში ექცევა. პოლიტიკოსებიდან პირველი ეკა ბესელიას პაროდია იყო, შემდეგ პრეზიდენტ ზურაბიშვილის, ახლა კი უკვე ჩამონათვალს ნინო წილოსანის მუსიკალური პაროდიაც შეემატა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ვიდეოსაც ინტერნეტში დიდი ნახვა აქვს.
რას ამბობს თავის ახალ პერსონაჟზე თამუნა, ასევე საქმეზე, რასაც წლებია ემსახურება, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ:
- "ვანოს შოუს" პირველ გადაცემაში მაყურებელს პოლიტიკოს ნინო წილოსანის პერსონაჟი შესთავაზეთ, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს როლი თავად შეასრულე... როგორ შეიქმნა ეს პერსონაჟი?
- ეს პერსონაჟი ახალ სეზონამდე შეიქმნა. თავიდან რიგით პერსონაჟად გვქონდა ჩაფირებული, მაშინ პერფორმანსი არ გვქონია, თუმცა ვიზუალურად მიიქცია ყურადღება. საკმაოდ დიდი ნახვა ჰქონდა და ნომერი სეზონის ბოლო გადაცემაში წარვადგინეთ. შემდეგ მივხვდით, რომ ამ პერსონაჟის მონაწილეობით ერთი მთლიანი ნომერი უნდა გაგვეკეთებინა და უკვე სეზონის პირველი გადაცემისთვის შევქმენით. ნომერს "მუსიკალური ინტერვიუ" დავარქვით.
- უკვე 18 წელია "ვანოს შოუ" ეთერშია. პირველივე გადაცემიდან შენც ამ შოუში ხარ და ბენდს ხელმძღვანელობ. ეს 18 წელიწადი რა არის შენთვის?
- "ვანოს შოუ" ჩემი ცხოვრების ნაწილია. ცხადია, "შაბათის შოუც", მაგრამ "ვანოს შოუ“ უფრო ახლობელია. სულ ვამბობ, ჩემი უფროსი შვილია, ანუ ოთხი შვილი-მეთქი... ძალიან მიყვარს, "მეოთხე შვილს“ ვუწოდებ და ამ სიყვარულს ასე გამოვხატავ.
- შენი შვილები როგორ გაფასებენ? რას გეუბნებიან?
- ჩემი შვილები ჩემი მაყურებლები არ არიან. სხვა რაღაცებით არიან დაინტერესებული, ტელევიზორს საერთოდ არ უყურებენ. ინტერნეტის თაობაა, ინტერნეტის ბავშვები არიან. ქართულ კონტენტს არაფერს უყურებენ. უცხოურ ვიდეოების მაყურებლები არიან. თუ ერთად ვართ სადმე, მაგალითად, კაფეში, გზაში, მაღაზიაში, ქუჩაში, უცხო ბავშვები რომ მოდიან და ჩემთან სურათს იღებენ, ეს უხარიათ. მოსწონთ მათ დედიკოს ადამიანები რომ ცნობენ... ზოგადად იციან, რომ „ვანოს შოუში“ ვუკრავ, მსახიობი ვარ, სკეტჩებში ვმონაწილეობ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ინტერვიუ სრულად