18 სექტემბერს ერთი თვე გავიდა ალენ დელონის გარდაცვალებიდან. ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მისმა ქალიშვილმა ანუშკამ მამის ნაკლებად ცნობილი ფოტოები გამოაქვეყნა და მამა ემოციურად გაიხსენა:
"ერთი თვე უშენოდ, და ეს მაშფოთებს. ერთი თვე ჩვენი მომენტების გარეშე, ჩვენი ხელებისა ერთად, და ასე დაუსრულებლად... ერთი თვეა ენატრები შვილიშვილს. მეუბნება: "შენც გენატრება პაპა? ყველაფერი კარგადაა. დედა, შეხედე მის ფოტოს, აი ასე". უკვე თვეა, ყოველ შუადღეს ვფიქრობ, რომ შენთან დარეკვა მინდა, როგორც აქამდე იყო... მაგრამ ეს იყო ადრე...
მთელი ცხოვრება მომენატრები..." - წერს ანუშკა.
ასევე სოციალურ ქსელში მიუძღვნა გარდაცვლილ მამას პოსტი ვაჟმა ენტონიმ. მან მშობლები ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "ორივე მენატრებით".
ალენ დელონის გარდაცვალების შემდეგ მალევე გამოქვეყნდა მისი ანდერძის შესახებ ინფორმაცია. როგორც გაირკვა, მსახიობმა ქონების ნახევარი - 50% ქალიშვილ ანუშკას უანდერძა, მეორე ნახევარი კი ვაჟებმა უნდა გაინაწილონ. ქონება მთლიანად 300 მნლ ევროდ არის შეფასებული. ანდერძს დავა არ მოჰყოლია. დავა მანამდე ჰქონდათ ვაჟებს დასთან მამის დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ ამაზეც მიაღწიეს შეთანხმებას.