რუსი ტელეწამყვანი და რეჟისორი ალექსანდრ გორდონი ცნობილი პიროვნებაა, რომლის პირადი ცხოვრება ყოველთვის მედიის განხილვის საგანია. გორდონს ხუთი ცოლი ჰყავდა, საიდანაც მეორე და მეხუთე ცოლები ქართველები იყვნენ. მისი რომანები მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო, რადგან ჟურნალისტი ყოველთვის ახალგაზრდებს ირჩევდა
ალექსანდრე გორდონი პირველად სტუდენტობის ასაკში დაქორწინდა. მისი რჩეული, მარია ბერდნიკოვა, ასევე სტუდენტი იყო, თუმცა ლიტერატურული ინსტიტუტის. მალე წყვილს ქალიშვილი შეეძინა.
ოდესაც ალექსანდრე გორდონი უკეთესი ცხოვრების ძიებაში აშშ-ში გაემგზავრა, მარია მას გაჰყვა. თუმცა, საზღვარგარეთ კარგი სამსახური ვერ იპოვა და თეატრალური ინსტიტუტის ამბიციურ კურსდამთავრებულს უწევდა ელექტრიკოსად, კონდიციონერების შემკეთებლად და კურიერად მუშაობა. მიუხედავად ამისა, გაუმართლა: გორდონი ტელეაკადემიაში მოხვდა და ნიუ-იორკში რუსი ემიგრანტებისთვის განკუთვნილ ამერიკულ ტელეარხზე დასაქმდა. მოგვიანებით, მარიამაც დაიწყო მუშაობა რუსულენოვან ტელევიზიაში.
რვაწლიანი ქორწინების შემდეგ, გორდონმა განქორწინება გადაწყვიტა, რადგან ახალი სიყვარული ეწვია აშშ-ში მცხოვრებინანა კიკნაძის სახით, რომელიც ეკლესიაში გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ნანა დაქორწინებული იყო, ამას გორდონისთვის ხელი არ შეუშლია. განაგრძეთ კითხვა