ყველა საჯარო სკოლა ერთნაირია. ყველაზე ძლიერ სკოლას რომ ეძახიან, იქაც მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. რეპეტიტორების გარეშე სკოლებში განათლების დონე ნულია, თუმცა ეროვნულებზე უმაღლეს ცოდნას ითხოვენ ბავშვებისგან
სასწავლო წელი ახლახან დაიწყო და უამრავი ბავშვი სასკოლო მერხს მიუჯდა. რის მიხედვით ირჩევენ მშობლები სკოლას, რამდენად კმაყოფილები არიან და რა მოლოდინები აქვთ სკოლებისგან. ამის შესახებ მშობლები თავიანთ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში გამოთქვამენ.
- „ჩემი აზრით სკოლა ისეთ განათლებას უნდა აძლევდეს ბავშვს, რომ მშობელს აღარ უწევდეს რეპეტიტორებთან ბავშვის ტარება, მით უმეტეს, დაბალ კლასებში. ძლიერი მოსწავლეების ნაკადით უნდა ფასდებოდეს სკოლაც და მასწავლებელიც და არა საათების მიხედვით, უნდა ხდებოდეს მოულოდნელად განათლების სისტემის მიერ საგაკვეთილო პროცესის შემოწმება. ისე არა, როგორც რეგიონებშია - წინასწარ რომ იციან და მთელი კვირა ერთი გაკვეთილის გარშემო ტრიალებენ ბავშვები. ვინაიდან სახელმწიფო სისტემაა და თითოეული მშობელი უხდის მასწავლებელს ხელფასს, მშობელი აღარ უნდა წუხდეს დამატებით რეპეტიტორის მოძიებაზე, ასევე ნაცნობ-ნათესაობით არ უნდა ხდებოდეს ქულებით შეფასება და საერთოდ, სასკოლო განათლების სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, ყოველ შემთხვევაში რეგიონებში ასეა.“
- „ჩემი აზრით, საჯარო სკოლა ყველა ერთნაირია. ყველაზე ძლიერ სკოლას რომ ეძახიან, იქაც მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, პირადი გამოცდილებიდან ვწერ. ოთხი სკოლა გამოვიცვალეთ უკეთესის ძებნაში და ყველგან ერთი და იგივე სიტუაცია იყო. მაინც დაგვჭირდა რეპეტიტორები, არც ერთი სკოლა თავს არ იწუხებს დიდად ბავშვების განათლებაზე ისე, რომ რეპეტიტორი არ დასჭირდეთ. .რეპეტიტორების გარეშე სკოლებში განათლების დონე ნულია, თუმცა ეროვნულებზე უმაღლეს განათლებას ითხოვენ ბავშვებისგან“
- „ყველა საჯარო სკოლაში დირექტორი და მასწავლებლები ვალდებული არიან, ასწავლონ!მშობლებს თავიანთი სამსახური, ოჯახი და სხვა პასუხისმგებლობები აქვთ!“
- „ყველა სკოლა ერთნაირია, გამონაკლისების გარდა, პედაგოგები რეალურად არ გვყავს, უბრალოდ იწოდებიან მასწავლებლებად, რაც ძალიან სამწუხაროა.“
- „ორივე შვილი საჯარო სკოლის მოსწავლეა. მიუხედავად განათლების სისტემის ხარვეზებისა, კმაყოფილი ვარ. ბავშვის მონდომება, მშობლის ჩართულობა და სწორი კომუნიკაცია შვილთან, პედაგოგთან, დირექციასთან აუცილებელია და შედეგებსაც დებს.“
- „საჯარო სკოლაში დამყავს. ბავშვის იმ პროგრამაში, რაც სახელმწიფო განათლების სამინისტროს აქვს დადგენილი, კერძოც და საჯაროც ვალდებულია, ის გაიაროს და ამაში ფულს რატომ იხდიან, ვერ ვიგებ. კედლების სიქათქათე და ტუალეტი ცალკე თემაა. სკოლისგან ის მოლოდინი მაქვს, რომ რაც განათლება სჭირდება, ის უნდა მიაღებინონ პედაგოგებმა და რა თქმა უნდა, მშობლის გვერდში დგომა აუცილებელია აღზრდაშიც და განვითარებაშიც.“
- „ბავშვი უნდა იყოს მოწადინებული. სკოლა სასწაულს ვერ მოახდენს, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მხრივ, რომ ჯანსაღი ურთიერთობა იყოს და ბავშვს სკოლაში მისვლის სურვილი არ დაეკარგოს“.
- „რეპეტიტორი რას აკეთებს სკოლის მოსწავლესთან? ალბათ, მშობლის როლს ირგებს, დაუჯდება და ელოდება, როდის გამოწერს ბავშვი ან აკითხებს და ელოდება, როდის დაასრულებს კითხვას. ესე იგი, ბავშვს არ აქვს გამომუშავებული დამოუკიდებლად მუშაობის უნარები. დაეხმარეთ, დედებო, ამ უნარის განვითარებაში და არასოდეს დაგჭირდებათ რეპეტიტორი. ბავშვიც გათავისუფლდება სხვაზე დამოკიდებულების და სხვის იმედად ყოფნის მტანჯველი განცდისაგან. დამოუკიდებელი და მოაზროვნე ადამიანი მთებს გადადგამს, დამოკიდებული კი სხვისი მსახური იქნება მუდამ“
- „არ ვარ კმაყოფილი არც კერძო სკოლებისგან. თანხას კი უმატებენ, მაგრამ არც ერთი სკოლა თავს არ იწუხებს დიდად ბავშვების განათლებაზე ისე, რომ რეპეტიტორი არ დაჭირდეთ.“
- „საბერძნეთში სკოლას არ გვარჩევინებენ. აქ სავალდებულოა იმ მისამარზე წახვიდე სკოლაში, რომელიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გეკუთვნის. თუ კერძო სკოლას აირჩევ, მაშინ სამუშაოც უნდა გქონდეს ანაზღაურებადი, რომ გასწვდე ყველანაირ გადასახადებს. დაწყებითი კლასები 5000€ იწყება და აღწევს 15000€-მდე. ამიტომ სკოლა კი არ უნდა შევარჩიოთ, შვილებს უნდა მივთხოვოთ მეტი. ყოველთვის სხვა არ ტყუის, მეტნაკლებად ყველა სკოლაშია სწავლა.“
- „სიმართლე თუ გინდათ იცოდეთ, ბავშვი იმ სკოლაში მიიყვანეთ, რომელიც ძალიან ახლოსაა და არ გაწვალდება 12 წელი მარშუტკებით აქეთ იქეთ სიარულში. ყველა სკოლა მაინც ერთია განათლების მხრივ და სიარული მაინც გაუმარტივეთ ბავშვს. რეპეტიტორები ყველა ვარიანტში დაჭირდებათ თქვენს შვილებს.“
- „სკოლას უნდა ქონდეს თავისი რეიტინგი, აქტიური ფბ გვერდი, თუ რა ღონისძიებებს ატარებენ, რა აქტივობები ტარდება, ოლიმპიადებში რა შედეგს დებენ, რამდენი მედალოსანი ჰყავს სკოლას, რა შედეგები დადო მათმა აბიტურიენტებმა მისაღებ გამოცდებზე, რამდენმა აიღო გრანტი და ა. შ. მაგრამ არ ვიცი, თუ არის რომელიმე საჯარო სკოლა რომელიც ამ ყველაფრს ასაჯაროვებს.“