"ბექამ აღნიშნა, რომ კესარიას დედისა და დის მიმართ შეურაცხყოფა არ აპატია... მკვლელობის შემდეგ კი მედიკამენტები იყიდა, სავარაუდოდ თვითმკვლელობის მიზნით" - ახალი დეტალები - მშობლები

"ბექამ აღნიშნა, რომ კესარიას დედისა და დის მიმართ შეურაცხყოფა არ აპატია... მკვლელობის შემდეგ კი მედიკამენტები იყიდა, სავარაუდოდ თვითმკვლელობის მიზნით" - ახალი დეტალები

2024-09-23 13:14:03+04:00

სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალიკესარია აბრამიძეგუშინ დაკრძალეს. ორი დღის წინ კი მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ცნობილია ისიც, რომ ჯაიანმა აბრამიძე წინასწარი განზრახვით მოკლა. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ მან იარაღი, დანა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე შეიძინა. სწორედ ცივი იარაღით მიაყენა მან ყოფილ შეყვარებულ 28 ჭრილობა.

"კურიერი PS"-ის ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ბრალდებულმა აფთიაქში მედიკამენტები იყიდა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, თუმცა ჩხრეკის შედეგად ეს მედიკამენტები ჯაიანს პოლიციამ ვერ უპოვა.

რა მოხდა მკვლელობის შემდეგ?

მას შემდეგ, რაც ბექა ჯაიანმა განზრახვა სისრულეში მოიყვანა, ნათესავის სახლში სისხლიანი მაისური გამოიცვალა და გარეცხა. ტაქსით დიდუბეში გავიდა, იქიდან სარაჯიშვილის მეტროსთან. შემდეგ ტაქსი გააჩერა და 100 დოლარად წაყვანა სთხოვა სამეგრელოში. მანამდე აფთიაქში შევიდა და წამლები შეიძინა. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელობის მიზნით.

განაგრძეთ კითხვა