"მე შენი წარმატება შთამაგონებდა, შენ ბრძოლებს იგებდი, მე ვმარცხდებოდი... შენგან ბევრი რამ ვისწავლე" - ილია თოფურია და მისი ძმა ესპანურ "სიცრუის დეტექტორში" - მშობლები

"მე შენი წარმატება შთამაგონებდა, შენ ბრძოლებს იგებდი, მე ვმარცხდებოდი... შენგან ბევრი რამ ვისწავლე" - ილია თოფურია და მისი ძმა ესპანურ "სიცრუის დეტექტორში"

2024-09-23 22:40:12+04:00

ილია თოფურიამ და მისმა ძმამ ალექსანდრე თოფურიამ ესპანურ სიცრუის დეტექტორში მიიღეს მონაწილეობა. ძმები რიგ-რიგობით უსვამდნენ ერთმანეთს კითხვებს. ალექსანდრეს ერთ-ერთი შეკითხვა ილიასადმი მათ ურთიერთობას ეხებოდა. ალექსანდრემ ჰკითხა ძმას, გამხდარა თუ არა მისთვის ოდესმე შტაგონების წყარო; ილიამ დადებითი პასუხი გასცა, რომელიც სიცრუის დეტექტორმა სიმართლედ შეაფასა.

"როცა ასპარეზონბას ვიწყებდით და ტურნირებში ვმონაწილეობდით, შენ ბრძოლებს იგებდი, მე კი ვმარცხდებოდი და შენი წარმატება შთამაგონებდა. როცა სახლში ვბრუნდებოდით, შენს წარმატებას ყველა ზეიმობდა. რა თქმა უნდა, ამ დროსაც ჩემს შთაგონების წყაროს წარმოადგენდი. შენგან ბევრი რამ ვისწავლე" - განაცხადა ილია თოფურიამ.

„არასდროს გამოვირჩეოდი სპორტში განსაკუთრებული ნიჭით... ჩემი ძმა სულ იგებდა, მე ვაგებდი... სახლში ხუმრობით მეუბნებოდნენ, რა გაჭიდავებს, წადი, ვიოლინოზე ჩაეწერეო...“ - ილია თოფურიას გზა წარმატებამდე