ყოველ შემოდგომაზე, შვილები მშობლებთან ერთად ბრუნდებიან სკოლაში. ამ მომენტიდან დაწყებული, უფრო მეტი გამოწვევა და კითხვა ჩნდება: როგორ ვმართოთ სიტუაცია ისე, რომ არაფერი გამოგვრჩეს? როგორ ვიცოდეთ ყველაფერი ბავშვის სასკოლო ცხოვრების შესახებ და არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები? როგორ დავეხმაროთ ბავშვს გაუმკლავდეს მძიმე დატვირთვას ისე, რომ შეინარჩუნოს ნდობა და თბილი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ? ჩვენ მოვამზადეთ რამდენიმე რჩევა, რომელიც ამ რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმარება როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე მათ მშობლებს.
პირველ რიგში, გაიხსენეთ ჯანსაღი ჩვევების ძალა და შესაბამისად, აუცილებლად ჩამოაყალიბეთ რუტინა. პროდუქტიული დღისა და ხალისიანი განწყობის უზრუნველსაყოფად, საკმარისი ძილი, ისევე როგორც ერთი და იმავე დროს დაძინება და გაღვიძება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც. დარწმუნდით, რომ დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს სძინავთ მინიმუმ 10 საათის, მოზარდებს - მინიმუმ 9 საათის, ხოლო ზრდასრულებს, დაახლოებით 8 საათის განმავლობაში.
თქვენს შვილთან ერთად შეადგინეთ დილას შესასრულებელი საქმეების სია, რომლებიც მან უნდა გააკეთოს თანმიმდევრულად, თქვენი მონაწილეობის გარეშე: საწოლის გასწორება, კბილების გახეხვა, სკოლის ჩანთის ჩალაგება, საუზმობა და მრავალი სხვა. ეს თქვენ დროს გაგითავისუფლებთ, ხოლო ბავშვს ასწავლის დაგეგმვასა და დამოუკიდებლობას. დილის რუტინა უფრო საინტერესო რომ გახადოთ, დაამატეთ თამაშის ელემენტები - მაგალითად, ჩამოწერეთ სია ბავშვის ოთახში, მაგნიტურ დაფაზე, ან გამოიყენეთ ნებისმიერი სხვა ინტერაქტიური ფორმატი, რომელიც დაგეხმარებათ დავალებების განსაზღვრაში. სხვათა შორის, დაგეგმვა მნიშვნელოვანი ელემენტია მთელი დღის განმავლობაში. მიეცით ბავშვს უფლება თავად გადაწყვიტოს, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ, რომელ საათზე შეასრულებს საშინაო დავალებას და რომელ საათზე დაისვენებს. თქვენ კი ამ გეგმების ჩამოწერაში დაეხმარეთ.
მეორეც, უზრუნველყავით ემოციური მხარდაჭერა. სასწავლო პერიოდი ბავშვისთვის საკმაოდ რთულია. სკოლის მოსწავლე, ისევე როგორც ზრდასრული, შეიძლება დაიღალოს ინტენსიური სწავლის შედეგად. სტრესმა კი თავი მნიშვნელოვანი გამოცდების წინ იჩინოს. გარდა ამისა, სკოლაში ბავშვი გადის სოციალიზაციის ეტაპს და მისი ურთიერთობა თანაკლასელებთან ან მასწავლებლებთან დიდ გავლენას ახდენს მის ემოციურ მდგომარეობაზე. როგორ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ბავშვს ამ პერიოდში?
რა თქმა უნდა, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლებს ის უყვართ და ნებისმიერ შემთხვევაში ეყვარებათ. მნიშვნელოვანია აჩვენოთ, რომ თქვენი ურთიერთობა არ არის დამოკიდებული აკადემიურ მოსწრებაზე, ქულებსა თუ სხვა მიღწევებზე. ნუ შეადარებთ თქვენს შვილს სხვა თანაკლასელებს და ნუ მიუთითებთ იმ მოსწავლეზე, ვინც უფრო მაღალი ქულა მიიღო გამოცდაზე ან ვინც სამაგალითო ქცევით გამოირჩევა. უფრო მეტიც, ყოველთვის იპოვეთ და ხაზგასმით აღნიშნეთ თქვენი შვილის ძლიერი მხარეები. მაშინაც კი, თუ თქვენს შვილს არ აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, შეაქეთ მისი სოციალური, ორგანიზაციულ თუ ლიდერული უნარები - მთავარია, ბავშვმა იგრძნოს საკუთარი ღირებულება.
ასევე, ნუ შებოჭავთ ბავშვს ზედმეტი დაცვით. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები - ასე ის შეიძენს თავდაჯერებასა და ისწავლის პასუხისმგებლობის აღებას, მაგრამ თქვენ არ უნდა დატოვოთ ბავშვი პირისპირ არც პრობლემასთან და არც დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებასთან. მიეცით მას თავისუფლება იმ მარტივი გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც არ გამოიწვევს სერიოზულ შედეგებს და ყოველთვის იყავით მის გვერდით, როდესაც სჭირდებათ რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, მიეცით ბავშვს უფლება თავად აირჩიოს რას გააკეთებს თავისუფალ დროს. ეს დაეხმარება შეიმეცნოს თავისი გულწრფელი სურვილები და იპოვოს ის, რისი კეთებაც მოსწონს. თუმცა, მნიშვნელოვანია თქვენ განსაზღვროთ თუ რა დროს დაუთმობს ბავშვი ამა თუ იმ აქტივობას.
და მესამე - გამოიყენეთ ტექნოლოგიების შესაძლებლობები. დღეს წარმოუდგენელია ცხოვრება თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე და უკვე სკოლებშიც ასწავლიან ბავშვებს კომპიუტერულ მეცნიერებებს. გამოიყენეთ ტექნოლოგიების შესაძლებლობები, რათა ყოველთვის იყოთ კონტაქტზე მასწავლებლებთან და სწრაფად და მარტივად მოაგვაროთ საგანმანათლებლო თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
დღეს, თითქმის ყველა კლასს აქვს მშობლების ჩატი და კლასის ჩატი სკოლის მასწავლებელთან. ეს არის მოსახერხებელი გზა, რათა რეალურ დროში მიიღოთ ინფორმაცია და მხოლოდ სკოლის კრებაზე არ გაეცნოთ სიტუაციას. გარდა ამისა, მაგალითად, Rakuten Viber მესენჯერში, შეხვედრების მოწყობა შესაძლებელია ონლაინ ჯგუფური ჩატში - აუდიო და ვიდეო ზარის ფუნქციების გამოყენებით. მაგალითად, გამოკითხვის მოსახერხებელი ფუნქციის დახმარებით, შეგიძლიათ ჩაატაროთ კენჭისყრა და ერთი დაწკაპუნებით მოაგვაროთ კლასის ორგანიზაციული საკითხები. ჩატის ზედა ნაწილში კი დაამაგროთ ნებისმიერი შეტყობინება, რათა მომენტალურად დაინახოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მთელი ჩატის წაკითხვის გარეშე.
გახსოვდეთ, რომ სკოლის ჩატში მხოლოდ პატივისცემით და მხოლოდ კონკრეტულ თემაზე უნდა ისაუბროთ. ზოგადი ჩატი არ არის ადგილი, რათა განიხილოთ და განსაჯოთ თქვენი შვილი იმის გამო, რომ „ისევ დაავიწყდა საშინაო დავალება“ ან „სასკოლო პროექტზე დააგვიანდა“. დარწმუნდით, რომ ჩატში გაგზავნილი თქვენი შეტყობინებები არანაირად არ ეხება მის პირად ინფორმაციას. ნუ შეხვალთ კონფლიქტში მასწავლებლებთან ან სხვა ბავშვების მშობლებთან - მოაგვარეთ მგრძნობიარე საკითხები პირადად, ბავშვების თანდასწრების გარეშე.
თქვენს შვილთან სახლის გარეთ მოსახერხებელი და უწყვეტი კომუნიკაციისთვის კი, გამოიყენეთ პირადი ჩატი ან შექმენით ჯგუფური ჩატი მთელი ოჯახისთვის. ეს საშუალებას მოგცემთ დაუკავშირდეთ თქვენს შვილს სასკოლო საათებშიც, რადგან ის შეძლებს პასუხი გაგცეთ იმ მომენტში, როდესაც ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
რაც შეეხება ტელეფონების გამოყენებას სკოლაში, უმჯობესია დაუყოვნებლივ განისაზღვროს „თამაშის წესები“. უმეტეს სკოლებში ტელეფონების გამოყენება გაკვეთილების დროს აკრძალულია და მოსწავლეები, წესების მიხედვით, გაკვეთილების დაწყებამდე მასწავლებლებს გადასცემენ სმარტფონებს. განიხილეთ ეს საკითხი პირადად თქვენს შვილთან, რათა მომავალში მასწავლებელთან შესაძლო გაუგებრობები თავიდან აიცილოთ. შეგიძლიათ შეთანხმდეთ, რომ ბავშვი დაგირეკავთ ან მოგწერთ სკოლიდან დღეში ორჯერ: სკოლაში მისვლისას და ბოლო გაკვეთილის შემდეგ. დანარჩენი დრო კი, სკოლაში ბავშვმა არ უნდა გამოიყენოს ტელეფონი. ეს გაგიადვილებთ ცხოვრებას როგორც თქვენ, ასევე სკოლის მასწავლებლებს.
R