თანამედროვე, კომფორტული და მაღალი ხარისხის ტანსაცმელი და აქსესუარები ხელმისაწვდომ ფასად - ეს „კარტერსია“, ამერიკული ბრენდი, რომელსაც მსოფლიოში ათასობით მშობელი ენდობა.
ბრენდი წარმოებაში იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალებს, რომელიც ლაბორატორიულად არის გადამოწმებული. დაარსების დღიდან, ბრენდის მთავარი მისიაა, ბავშვებსა და მშობლებს კომფორტისა და დაცულობის განცდა შეუქმნას. „დასაწყისიდან ერთად“ - მისი სლოგანიც სწორედ ეს არის.
იმისათვის, რომ ბავშვობა დღესასწაულად იქცეს, „კარტერსი“ მუდამ ანებივრებს ბავშვებს ფერადი კოლექციებითა და მათი საყვარელი პერსონაჟების გამოსახულებებით შექმნილი სამოსით, რომლებიც პატარებს ძალიან მოსწონთ. განსაკუთრებით მოთხოვნადია „კარტერსის“ ბოდეები, რომელიც პატარებს უქმნის კომფორტს, უზრუნველყოფს მშვიდ ძილსა და სიმშვიდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვები ბევრს მოძრაობენ, „კარტერსი“ მათ ფორმებსა და ქცევაზე მაქსიმალურად მორგებულ სამოსს ქმნის, რათა პატარების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.
ბრენდის პოპულარობას ზრდის მისი ხელმისაწვდომი ფასი და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც სხვადასხვა ძვირადღირებულ ბრენდს უწევს კონკურენციას. ამასთან, „კარტერსი“ მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს აქციებსა და ფასდაკლებებს როგორც ძველ, ისე ახალ კოლექციებზე.
„კარტერსის“ დაფუძნებიდან თითქმის 160 წელი გავიდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბრენდი ზრუნავს თანამედროვეობაზე მორგებული კოლექციების შექმნასა და რაც მთავარია, მათ ხელმისაწვდომობაზე. დახვეწილი დიზაინისა და უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან დამზადებული კოლექციები საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ჩვენს ქვეყანაში ბრენდი 2 წლის წინ შემოვიდა, თუმცა მშობლები „კარტერსის“ პროდუქციას მანამდეც კარგად იცნობდნენ და ენდობოდნენ.
საქართველოში „კარტერსი“ წარმოდგენილია უკვე ექვსი მაღაზიით თბილისისა და ბათუმის ცნობილ სავაჭრო ცენტრებში: გალერია თბილისი, სითი მოლი საბურთალო, სითი მოლი გლდანი, გლდანი მოლი, ასევე მაღაზიით ვაკის პარკის შესასვლელთან მიშველაძის #4-ში და ბათუმის გრანდ მოლში.
R