მეორე მთვარე - სწორედ ასე უოდეს ასტეროიდს, რომლის ხილვაც 29 სექტემბრიდან 25 ნოემბრამდე იქნება შესაძლებელი. თუმცა მისი ხილვა მხოლოდ ტელესკოპით შეიძლება, იმდენად პატარაა. სწორედ ტელესკოპით აღმოაჩინეს 7 აგვისტოს, როცა ის ჩვენი პლანეტიდან 568 ათასი კილომეტრის მანძილზე იყო - მთვარეზე ცოტათი შორს. დედამიწის თანამგზავრი კი ის ზემოხსენებულ პერიოდში გახდება და როცა თითქმის სრულ წრეს გააკეთებს ჩვენი პლანეტის გარშემო, მერე თავის სვლას გააგრძელებს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ასტეროიდის დამგზავრება დედამიწას არაფერს უქადის, თუმცა ასტროლოგები სხვაგვარად ფიქრობენ. ასტროლოგიაში მსგავსი მოვლენები "არ უყვართ". მსგავსი ცვლილებები ყოველთვის ცუდ ნიშნად მიიჩნევა, მით უმეტეს, რომ ახლა რთულ პერიოდს დაბნელების აურაც აძლიერებს - 2 ოქტომბერს მზის დაბნელება ივარაუდება. ასტროლოგები აგრესიისა და კონფლიქტების მატებას ვარაუდობენ, იქნება განშორებების პერიოდი. ომისა და კატაკლიზმების ალბათობაც მატულობს. თითქმის 4 თვეს გაგრძელდება ეს პერიოდი და ასტროლოგები ურჩევენ ადამიანებს, თავი ხელში აიყვანონ, შეძლონ ემოციების კონტროლი და მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე.