დედა, ტოპმოდელი, მუზა - ვიქტორია სიკრეტის ცნობილი "ანგელოზი" Schiaparelli-ს ჩვენებაზე მოდელის რანგში წარდგა და ფურორი მოახდინა.
ადრიანა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია და არაერთხელ დაუსახელებიათ მსოფლიოს ულამაზეს ქალად.
თუმცა რამდენიმე წლის წინ ადრიანამ კარიერაში შესვენება აიღო და მთელი დრო ოჯახსა და შვილებს დაუთმო, რამდენიმე ორსულობამ კი მის ფორმებზეც მკვეთრად იმოქმედა. წონაშიც მკვეთრად მოიმატა და ერთ-ერთი ბოლო გამოჩენისას ბოტოქსის გადამეტებაშიც დაადანაშაულეს.
მაშინ ადრიანამ გადაწყვიტა, საჯაროდ გაეცა ყველასთვის პასუხი, ფილტრის გარეშე ფოტოც გამოაქვეყნა და გამოაცხადა, რომ ასე გამოიყურება ქალი, რომელსაც თინეიჯერი შვილები ჰყავს, ბევრი საქმე და სადარდებელი აქვს.
თუმცა როგორც ჩანს, ადრიანაზე მაინც იმოქმედა კრიტიკამ და 43 წლის მოდელმა მაქსიმალური გააკეთა, რომ უწინდელი ფორმები დაებრუნებინა და კვლავ პოდიუმზე დამდგარიყო შთამბეჭდავად. ლეგენდარული მოდის სახლის 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე, პარიზის მოდის კვირეულზე, ადრიანას გამოჩენა ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მოვლენად იქცა.