29 სექტემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, ჩვენი პლანეტის თანამგზავრი ორი მთვარე გახდება. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ორმაგი მთვარე ჩვენზე არანაირად არ იმოქმედებს, ასტროლოგებს განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ. მათი პროგნოზით, კონფლიქტების, ჩხუბისა და უსიამოვნებების პერიოდი მოდის.
„ნებისმიერი ციური ცვლილება ყოველთვის ცუდ ნიშნად ითვლებოდა. უფრო მეტიც, ახლა რთულ პერიოდს დაბნელების აურა ამძაფრებს. 2 ოქტომბერს რგოლისებრი მზის დაბნელებაა ნავარაუდევი. ასტროლოგების თქმით, ეს რთული ციური განლაგებები განსაკუთრებით ზოდიაქოს 4 ნიშნანზე იმოქმედებს უარყოფითად და ეს გავლენა ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ორმთვარეობას ბევრი ნეგატიური მომენტი მოჰყვება: განქორწიბები, ურთიერთობების დასრულება, საქმიან პარტნიორებთან ჩხუბი, სამუშაო კონტაქტების გაწყვეტა, ყველა გადაწყვეტილება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს გააზრებული - გვირჩევენ ასტროლოგები.
სასწორი
ყველა ძველი და ვითომ მივიწყებული პრობლემა ხელახლა იჩენს თავს. ამიტომ ამ დროისთვის თქვენი დევიზია: შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერით. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ასეთი ბალანსის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება.
ვერძი
დაემორჩილებით წინსვლის მანიაკალურ სურვილს, რათა მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოთ. ამ მცდელობისას ვერ შეამჩნევთ, როგორ დაწვავთ თქვენს ზურგს უკან ყველა ხიდს. უკომპრომისო, მკაცრი, უცერემონიო - ეს არის ვერძის მთავარი თვისებები ამ პერიოდში. არც მისი ახლობლებისთვის ჩაივლის ეს დღეები მარტივად, რადგან ვერძი არ არის მზად რჩევების მოსასმენად.
კირჩხიბი
ეს ნიშანიც განსაცდელებისთვის უნდა მოემზადოს, მაგრამ მათ უფრო ნაკლები გამოწვევები შეექმნებათ, ვიდრე ვერძსა და სასწორს. კირჩხიბებზე გავლენას დაბნელების ენერგია გაორმაგებულ გავლენას ახდენს, მაგრამ მისი დამანგრეველი ძალები ოჯახური წრისკენ იქნება იმართული. კირჩხიბი მთელ ენერგიას ჩხუბში მიმართავს, მშობლებთან სერიოზული კონფლიქტის რისკიც არსებობს.
თხის რქა
ამ ნიშნის წარმომადგენლები, ისევე როგორც კირჩხიბები, დაბნელებას გაორმაგებით შეიგრძნობენ. თხის რქებს პრობლემები შეექმნებათ სოციალურ ცხოვრებაში, სამსახურში და სწავლაში. შესაძლებელია ძლიერი ჩხუბი უფროსებთან და კონფლიქტი მასწავლებლებთან. ახლა განსაკუთრებით იგრძნობენ, როგორ უშლით ხელს სიჯიუტე ურთიერთობების დალაგებაში.