რუსი ტურისტი თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა და გარდაიცვალა - გოგონა მღეროდა და ვიდეოს იღებდა - მშობლები

რუსი ტურისტი თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა და გარდაიცვალა - გოგონა მღეროდა და ვიდეოს იღებდა

2024-09-29 22:41:41+04:00
უბედურ შემთხვევას თბილისში 27 წლის რუსი ტურისტი არინა გლაზუნოვა ემსხვერპლა. გოგონა მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა, თავის ქალის უმძიმესი ტრავმა მიიღო და მალევე გარდაიცვალა.
გოგონა თბილისში მეგობართან ერთად ჩამოვიდა. ღამის ორ საათზე გოგონებმა თბილისის ცენტრში გასეირნება გადაწყვიტეს. გოგონა ალა პუგაჩოვას ჰიტს მღეროდა, რომელიც ასე ითარგმნება - "უკანასკნელად...", თან ვიდეოს იღებდა. მან ვერ შენიშნა მიწისქვეშა გადასასვლელის წინაღობა და ზურგით გადავარდა...
458615930b1e7372449fa73c7faa1077-cropped-666x1021-1727635681.jpg
არინა მოსკოვში ცხოვრობდა. მისი მშობლები საქართველოში უკვე ჩამოფრინდნენ საბუთების გასაფორმებლად და ცხედრის გადასასვენებლად.
bd49906ceadb01d72fb41c492c2a0f06-cropped-666x888-1727635697.jpg