პი დიდისთან დაკავშირებულ მსოფლიო სკანდალში უამრავი ვარსკვლავი აღმოჩნდა "ჩათრეული". ერთ-ერთი მსხვერპლი კი, სავარაუდოდ, ჯასტინ ბიბერია, რომელიც პატარა ასაკში გახდა პოპულარული და წარმატების უარყოფითი მხარეებიც ბლომად იწვნია...
გავრცელებული ინფორმაციით, ბიბერმა 14 წლის ასაკში რეპერის გარყვნილ წვეულებაში მიიღო მონაწილეობა. სანაცვლოდ კი, პი დიდი კარიერული წინსვლის შესაძლებლობას დაჰპირდა....
კანადელი მომღერალი, მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და მსახიობი ჯასტინ ბიბერი 1994 წლის 1 მარტს დაიბადა და პოპულარობა მცირე ასაკიდანვე მოიპოვა. 2008 წელს მისი ვიდეოები YouTube-ზე სკუტერ ბრაუნმა აღმოაჩინა და მოგვიანებით მისი მენეჯერი გახდა. შემდეგ ბრაუნმა ბიბერი ატლანტაში, აშერთან შესახვედრად წაიყვანა და ამის შემდეგ ძალიან წარმატებული კარიერა დაიწყო. ბიბერი მალევე Raymond Braun Media Group ლეიბლის არტისტი გახდა. მოგვიანებით, ახალგაზრდა მომღერალი ელ-ეი რიდმა Island Records-ში წაიყვანა და სიმღერების პროფესიონალურად ჩაწერა დაიწყო. საერთო ჯამში ჯასტინ ბიბერის ჩანაწერების 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და ახალგაზრდა მომღერალმა არაერთი აღიარება და ჯილდო მიიღო...
როგორც ცნობილია, ბიბერის დედა, პატრიცია ლინ "პეტი" მალეტი, 18 წლის იყო, როცა დაორსულდა. ჯასტინის მამა - ჯერემი ბიბერი მუსიკოსი იყო. ბავშვობაში ჯასტინს ჰოკეი, ფეხბურთი, ჭადრაკი აინტერესებდა და სიმღერა განსაკუთრებით უყვარდა. ასაკის მატებასთან ერთად, ბიბერმა ფორტეპიანოზე, გიტარასა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა დაიწყო. 2007 წლის დასაწყისში ადგილობრივ კონკურსში კი Ne-Yo-ს "So Sick" იმღერა და მეორე ადგილი დაიკავა. დედამ კონკურსიდან მისი ნამღერი YouTube-ზე ოჯახის წევრებისა და მეგობრების სანახავად ატვირთა. თუმცა, ვიდეო მხოლოდ ახლობლებმა კი არა, უამრავმა ადამიანმა ნახა.
2008 წელს So So Def-ის ყოფილი მენეჯერი სკუტერ ბრაუნი ვიდეოებს ეძებდა და ბიბერის სიმღერას წააწყდა. ნამღერი იმდენად მოეწონა, რომ გადაწყვიტა, ჯასტინის დედისათვის, პეტისათვის მიეწერა და თანამშრომლობა ეთხოვა. თავდაპირველად, პეტის დათანხმება არ სურდა, თუმცა მენეჯერმა სკუტერმა დაარწმუნა და ასე გაფრინდა ჯასტინ ბიბერი ატლანტაში.
ჯასტინ ბიბერი საკუთარ ბავშვობას ბედნიერს არ უწოდებს. ის კანადის ერთ-ერთ პროვინციაში გაიზარდა. მამამ ოჯახი მიატოვა, დედა კი შვილის აღზრდის პასუხისმგებლობისათვის ძალიან ახალგაზრდა იყო. როგორც აღვნიშნეთ, მან ჯასტინი 18 წლის ასაკში გააჩინა. ამიტომ, პეტის რამდენიმე სამუშაოზე ერთდროულად უწევდა მუშაობა. მოგვიანებით, როცა ბიბერმა ძალიან დიდ პოპულარობას მიაღწია, ღარიბი ბავშვობა წარსულს ჩაბარდა.
მომღერალმა 2009 წელს პირველი მინი-ალბომი გამოუშვა. სიმღერებმა "Love Me" და "Favorite Girl" განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა და Billboard Hot 100 ჩარტში მე-40 ადგილზე გავიდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა ,,Baby“ My World 2.0 ალბომისთვის შეიქმნა და 3 მილიარდზე მეტი ნახვა მოაგროვა. ჯასტინ ბიბერის მუსიკალურმა ნაწარმოებებმა წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა. ის პირველი კანადელი ვარსკვლავი გახდა, რომლის პირველი ალბომიდანაც 7 სიმღერა illboard Hot 100-ში მოხვდა.
ვიდრე ჯასტინი არასრულწლოვანი იყო, მის ყველა კონტრაქტსა და თანამშრომლობას დედა კურირებდა. ჯასტინი სიღერიბეში იზრდებოდა, მამისგან დახმარებას არ იღებდა და როგორც ახლახან გაირკვა, მას დედაც ბიზნესის წყაროდ თვლიდა. მართლაც, დედის მონდომებითა და ჯასტინის ნიჭით, მსოფლიოში ცნობილმა პროდიუსერებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ მისგან ვარსკვლავის შექმნა შეეძლოთ და ასეც მოიქცნენ.
2010 წლიდან ჯასტინ ბიბერი ასევე მსოფლიო ვარსკვლავს - სელენა გომესს ხვდებოდა. 2012 წელს ისინი ოფიციალურად დაშორდნენ. მათი წყვილი მაყურებელს განსაკუთრებით უყვარდა და სელენასა და ჯასტინის ურთიერთობაზე დღემდე საუბრობენ. სელენა გომესთან დაშორების შემდეგ, ბიბერი მოლდოველ მოდელს - ქსენია დელის ხვდებოდა. მოგვიანებით კი სოფია რიჩთან ჰქონდა ურთიერთობა.
2015 წელს ვარსკვლავმა საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანდა, რომ სტივენ ბოლდუინის ქალიშვილს, ჰეილი ბოლდუინს კოცნიდა. თუმცა, ისინი ამბობდნენ, რომ მეგობრები იყვნენ და თავდაპირველად საკუთარ ურთიერთობს არ ადასტურებდნენ. 2016 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 2017 წელს კი ჯასტინი კვლავ სელენა გომესთან ერთად შენიშნეს. მიუხედავად მცდელობისა, მათი ურთიერთობა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა და 2018 წელს საბოლოოდ დაიშალა.
2018 წლის ზაფხულში ბიბერმა და ბოლდუინმა შეხვედრა კვლავ დაიწყეს. 2018 წლის სექტემბერში კი წყვილი ოფიციალურად დაქორწინდა. ჰეილისა და ჯასტინს 2024 წლის 22 აგვისტოს ვაჟი - ჯეკ ბლუზ ბიბერი შეეძინა.
წლების განმავლობაში ბიბერს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აწუხებდა. 2020 წლის იანვარში მომღერალმა თქვა, რომ უკვე ორი წელია, ლაიმის დაავადებით იტანჯება. მას ასევე ეპშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეული ინფექციური მონონუკლეოზი აწუხებს, რომელიც სრულფასოვნად ცხოვრებაში ხელს უშლის. უენერგიობას უჩივის და მეხსიერების პრობლემები აქვს. 2022 წელს ვარსკვლავს რამსეი-ჰანტის სინდრომის გამო ნახევარი სახე პარალიზებული ჰქონდა... ამის შესახებ ჯასტინ ბიბერმა თავად ისაუბრა და საკუთარი ემოციები გულშემატკივრებს გაუზიარა. მაშინ ბიბერმა ყველა კონცერტი გააუქმა.
პერიოდულად ჯასტინს გულშემატკივრები სრულიად არაბუნებრივ მდგომარეობაში, დაღლილსა და დეპრესიულს ხედავდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ნარკომომხმარებელი იყო, მაგრამ მომღერალს მავნე ჩვევებზე დამოკიდებულება არასოდეს დაუდასტურებია.
ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება მისკენაა მიპყრობილი და სავარაუდო დანაშაულის გამო, ჯასტინ ბიბერს უამრავი ადამიანი უჭერს მხარს და ამხნევებს...