ცნობილი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე ერთადერთ ძმას - კოტე სურგულაძეს სოციალურ ქსელში ულოცავს დაბადების დღეს:
"ჩემს საყვარელ ძმას ვულოცავ - 55.
კიდევ მრავალი წელი ერთად!"
ნინოს ძმა მრავალშვილიანი მამაა და მომღერალი ხშირად აქვეყნებს მშვენიერი ძმიშვილების ფოტოებს.
ნინოს მამა დავით სურგულაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და მრავალი გამოგონების ავტორი, გარდაცვლილია.
ნინოს გვერდით არის დედამისი, ქალბატონი ნუნუ, რომელიც შვილების აღზრდაშიც ეხმარება.