5 და 6 ოქტომბერს "თბილისობა" აღინიშნება - რა ღონისძიებები გაიმართება დედაქალაქში - მშობლები

5 და 6 ოქტომბერს "თბილისობა" აღინიშნება - რა ღონისძიებები გაიმართება დედაქალაქში

2024-10-02 11:53:21+04:00

5 და 6 ოქტომბერს დედაქალაქის მთავარი დღესასწაული - "თბილისობა" გაიმართება. თბილისის მერია კი აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას, სად და რა აქტივობებში შეგიძლიათ, აღნიშნულ დღეებში ჩაერთოთ:

რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მოეწყობა12:00 დან – 22:00 საათამდე

  • დეკორაციები და ინსტალაციები,
  • გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები
  • სამეწარმეო მარკეტი​
  • საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები, გასართობი და სპორტული აქტივობები
  • ღია კინოთეატრი
  • მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები.

აბანოთუბანში 12:00-დან 20:00-მდე გამოფენა-გაყიდვა "თბილისური მრავალფეროვნება" გაიმართება.

რიყის პარკში 5 ოქტომბერს, 15:00, 18:00 და 21:00 საათზე ქართული საესტრადო შემსრულებლების სამი გრანდიოზული კონცერტი, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე საზეიმო კონცერტი "ქალაქური მუსიკის შედევრები" გაიმართება.