აირჩიეთ კონფუცის ერთი ბრძნული ციტატა და გაიგეთ, რა გელით 2025 წელს - ტესტი - მშობლები

აირჩიეთ კონფუცის ერთი ბრძნული ციტატა და გაიგეთ, რა გელით 2025 წელს - ტესტი

2024-10-02 16:00:06+04:00

კონფუცი გამოჩენილი ჩინელი ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი და მასწავლებელი იყო. იგი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 551 წლიდან 479 წლამდე ცხოვრობდა. მისმა იდეებმა არა მხოლოდ ჩინურ კულტურასა და ფილოსოფიაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა და დღემდე არაერთი ადამიანი იზიარებს. კონფუცი ზნეობისა და ეთიკის მნიშვნელობას ყოველთვის ხაზს უსვამდა, ადამიანებს კეთილშობილებისა და ჰარმონიისაკენ მოუწოდებდა და საზოგადოებაში თავისეულ ქცევის მოდელს აყალიბებდა. ფილოსოფოსს ჰქონდა საოცარი უნარი, ადამიანების რეალური ფიქრები და ზრახვები ამოეცნო და ეთქვა, სამომავლოდ რა ელოდებოდათ.

დღეს გაგიზიარებთ კონფუცის 4 ციტატას. თქვენი ამოცანაა, აირჩიოთ მათგან ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და რომელსაც ყველაზე მეტად ეთანხმებით. არჩევანი კი გეტყვით, რა გელით მომავალ წელს:

  1. "სილამაზე ყველაფერშია, მაგრამ მისი დანახვა ყველას არ შეუძლია."
  2. "დიდი ადამიანი არ არის ის, ვინც არასოდეს დაცემულა. დიდია ის, ვინც დაეცა, მაგრამ ადგა."
  3. "სამი რამ არასოდეს ბრუნდება: დრო, სიტყვები, შესაძლებლობა."
  4. "შეგიძლია, მთელი ცხოვრება სიბნელე წყევლო, ან შეგიძლია, პატარა სანთელი აანთო."

პასუხები:

1. ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2025 წელს თქვენს ცხოვრებაში საბედისწერო მოვლენები მოხდეს, მაგრამ რაღაცების მიმართ თქვენი დამოკიდებულება და აღქმები აუცილებლად შეიცვლება. თვითგანვითარებაში ჩაერთვებით და წვრილმანებში ბედნიერების აღმოჩენას ისწავლით. თუ პოზიტიურ ამბებზე კონცენტრირებას მოახერხებთ, მაშინ ერთ წელიწადში, კონკიას მსგავსად, სულ სხვა, ბევრად უკეთეს რეალობაში აღმოჩნდებით.

2. 2025 წელი არაერთი ბედნიერი დღით გაგახარებთ. პირველ რიგში, თქვენი თავდადებისა და შრომისმოყვარეობის გამო, რასაც უკვე დიდი ხანია, უწყვეტად ასრულებთ, სამყაროსაგან გულუხვად დასაჩუქრდებით. ურთიერთობებში ჰარმონიას მიაღწევთ და დადებითი ემოციები წინსვლისთვის კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მოგცემთ. ასევე, თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, სწორედ ამ წელს თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ.

3. 2025 წელს დროა, კომფორტის ზონიდან საბოლოოდ გამოხვიდეთ და დაიწყოთ იმის გაკეთება, რაც უკვე დიდი ხანია, ძალიან გინდათ, მაგრამ დრო, მოტივაცია არ გყოფნით, ცვლილებების შიში გაფერხებთ... მომდევნო წელს ყველა შანსი გექნებათ, თქვენი ოცნების საქმეებში ჩაერთოთ და წარმატებას მიაღწიოთ, გამოიყენოთ შესაძლებლობები და დრო ფუჭად არ დაკარგოთ.

4. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ყველაზე ბნელ ადგილშიც კი სინათლე იპოვოს და სიკეთის მთელი გულით დაიჯეროს. 2025 წელს თქვენი ეს დამოკიდებულება სრულად გამართლდება, რადგანაც როგორც ტესტის ავტორები ამბობენ, მომდევნო წლის განმავლობაში იმდენი ბედნიერი და საინტერესო დღე გელით, რომ სევდისთვის დრო აღარ დაგრჩებათ. დაუვიწყარი მოგზაურობა, ნაცნობობა და ახალი შესაძლებლობები ნამდვილად გაგახარებთ.