თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის აივნიდან 14 წლის მოზარდი გადმოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. არსებული ცნობით, გოგონა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.