ფსიქოლოგი ია დუდაშვილი და მისი მეუღლე, მუსიკოსი ირაკლი ნოზაძე მესამე შვილის მოლოდინში არიან. ია ხშირად წერს ვიდეოებს მომავალი პატარისთვის და ესაუბრება მას.
ია უკვე 37 კვირისაა და როგორც ერთ-ერთ პოსტში დაწერა, წუთებს ითვლის. მუცელიც დღითიდღე ეზრდება.
"ყოველდღე ვფიქრობ, მეტი სადამდე უნდა გამეზარდოს ეს მუცელი... ჩვეულებრივი გიგანტი ვარ, წარმოუდგენელი გიგანტი..." - ამბობს ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ვიდეოში.
სქესის გაგების საჯარო ცერემონიიდანაც გაირკვა, რომ წყვილის მომავალი შვილი გოგონაა.