"მე იმას არ ვითხოვ, რომ სკოლაში ხინკლები გაყიდონ. პატარა ხაჭაპურის ნატეხი მაინც დაგვირიგონ... მასწავლებელი რომ მეუბნება, 15-ს მიუმატე 5-იო, მე 15 ღვეზელს ვუმატებ 5 დონატს" - ნიკე ჩაჩანიძის მიმართვა - მშობლები

"მე იმას არ ვითხოვ, რომ სკოლაში ხინკლები გაყიდონ. პატარა ხაჭაპურის ნატეხი მაინც დაგვირიგონ... მასწავლებელი რომ მეუბნება, 15-ს მიუმატე 5-იო, მე 15 ღვეზელს ვუმატებ 5 დონატს" - ნიკე ჩაჩანიძის მიმართვა

2024-10-03 21:36:52+04:00

სასკოლო კვება რა ხანია, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად სახელდება განათლების სისტემაში და მშობლებიც ხშირად საუბრობენ ამაზე. თუმცა უფასო კვება სკოლებში ჯერ კიდევ გადაუჭრელი ამოცანაა.

ამ თემაზე უკვე თავად ბავშვებიც საუბრობენ. ინტერნეტის ვარსკვლავი ნიკე ჩაჩანიძე, რომელიც სკოლის მოსწავლეა, სწორედ ამაზე საუბრობს: "მასწავლებელი რომ მეუბნება, 15-ს მიუმატე 5-იო, მე 15 ღვეზელს ვუმატებ 5 დონატს... მე იმას არ ვითხოვ, რომ სკოლაში ხინკლები გაყიდონ. პატარა ხაჭაპურის ნატეხი მაინც დაგვირიგონ..."

ნიკე ძალიან თბილი და მზრუნველი ბავშვია. თავისი ძმა განსაკუთრებულად უყვარს - როგორია პატარა ვარსკვლავის ცხოვრება ყოველდღიურობაში

სკოლები დაანგრიეს და მშენებლობა წლობით ჭიანურდება, 2-3 ცვლაში სწავლობენ ის სკოლები, სადაც დანგრეული სკოლები შეასახლეს... 5 წლის განმავლობაში რომ საძირკველიც არაა გათხრილი, ამას სკოლის მშენებლობა არ ჰქვია - მეგი კავთუაშვილი სასკოლო პრობლემებზე
დილით მაიონეზიანი პიცა რატომ უნდა დახვდეთ ბავშვებს სკოლაში... გაკვეთილებს მშიერი ბავშვები ესწრებიან - რით იკვებებიან ბავშვები სკოლის პერიოდში და როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა