ბრაზილიელი ნოსტრადამუსის პროგნოზი, რომელზეც მსოფლიო ალაპარაკდა - მსოფლიოს მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში "სამი დღით სიბნელეში" გატარება მოუწევს... - მშობლები

ბრაზილიელი ნოსტრადამუსის პროგნოზი, რომელზეც მსოფლიო ალაპარაკდა - მსოფლიოს მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში "სამი დღით სიბნელეში" გატარება მოუწევს...

2024-10-04 12:46:24+04:00

ახალგაზრდა წინასწარმეტყველი ათოს სალომე მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ადამიანებმა ექსტრასენსის ძალის მას შემდეგ უფრო მეტად ირწმუნეს, რაც მან ელისაბედ II-ის გარდაცვალება და მეფე ჩარლზის ავადმყოფობა იწინასწარმეტყველა.

ათოს სალომეს ბრაზილიელ ნოსტრადამუსს უწოდებენ. მას უკვე არაერთი ისეთი წინასწარმეტყველება აქვს, რაც ზუსტად ახდა. მაგალითად, ვიდრე მეფე ჩარლზის სიმსივნის დიაგნოზის შესახებ გავრცელდებოდა ინფორმაცია, წინასწარმეტყველმა 6 თვით ადრე თქვა, რომ მას აღნიშნული დაავადება აღმოაჩნდებოდა. სალომემ ასევე სხვა გლობალურ მოვლენებზეც ისაუბრა, როგორებიცაა Covid-19-ის პანდემია, ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენა და დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებაც კი.

ათოსი ბრაზილიაში, მინას-ჟერაისის შტატში დაიბადა და ახლა ინგლისური ტაბლოიდები მას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ.

1-1728031821.jpg
ათოს სალომე

მამაკაცმა პირველი დიდი პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც თქვა, რომ საფრანგეთი და არგენტინა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდოდნენ. სალომე წინასწარმეტყველებას ნუმეროლოგიურ გამოთვლებზე დაყრდნობით აკეთებს. ათოსი ამბობს, რომ ამ ნიჭით დაიბადა და მოგვიანებით საკუთარი თავი სხვადასხვა ცოდნით კიდევ უფრო მეტად განავითარა.

ფრანგულ რადიო RF1-ზე მიცემულ ინტერვიუში, 37 წლის წინასწარმეტყველმა აღნიშნა, რომ წინასწარმეტყველების ნიჭი 12 წლის ასაკში აღმოაჩინა. მაგრამ, მაშინ მისი გამოყენება არ იცოდა. 8 წლის განმავლობაში სამოდელო სამყაროში მუშაობდა და აგენტი იყო. თუმცა, ახლა ამბობს, რომ ეს დრო საკუთარი თავის ძიებაში დაკარგა.

ბრაზილიელი წინასწარმეტყველი ზოგად პროგნოზებსაც აკეთებს. ცოტახნის წინ კი ოთხი საშინელი წინასწარმეტყველება დაასახელა.

ათოსის თქმით, 2024 წელსვე კაცობრიობა უცხოპლანეტელების შესახებ უფრო მეტს გაიგებს და ამ მხრივ, სიცოცხლის წარმოშობის შესახებ ჩვენი წარმოდგენები აუცილებლად შეიცვლება. ტექნოლოგიური მიღწევები კი აღქმის შეცვლაში განსაკუთრებულ როლს შეასრულებს.

სერიოზული ცვლილებები შეიძლება მოხდეს პოლიტიკურ ასპარეზზეც. წინასწარმეტყველის აზრით, უახლოეს მომავალში ჩინეთის ზღვაში შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დაწყების ყველა წინაპირობა გაჩნდეს. მაგრამ, ათოსის თქმით, თუ ქვეყნები ყურადღებას გამოიჩენენ, კონფლიქტის თავიდან არიდება შეიძლება. წინასწარმეტყველი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მსოფლიოს მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში "სამი დღით სიბნელეში" გატარება მოუწევს. ეს კი ახალი იარაღის გამოცდით იქნება გამოწვეული. მისი თქმით, 3 ქვეყანა - აშშ, რუსეთი და ჩინეთი ამ იარაღს აქტიურად ავითარებს.

2-1728031868..jpg
ათოს სალომე

ბრაზილიელი წინასწარმეტყველის აზრით, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ახლა განსაკუთრებით სწრაფად და აქტიურად ვითარდება, შესაძლოა, იმაზე საშიში და სახიფათო აღმოჩნდეს, ვიდრე ბირთვული იარაღი... ათოსის თქმით, ხელოვნური ინტელექტი ადამიანების აზროვნებასა და შემეცნებაზეც მოახდენს გავლენას.

ათოს სალომე ამბობს, რომ მსოფლიოს კიდევ ერთი პანდემია ელოდება. უცნობი ვირუსი სამხრეთ პოლუსიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდება. პანდემიასთან გამკლავებისათვის კი ქვეყნებს დიდი დროისა და ძალისხმევის დახარჯვა მოუწევთ. ათოსის თქმით, მსოფლიოს კიდევ ერთი პანდემია 2028 წლამდე დაატყდება თავს.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლისთვის ვანგასაც საკმაოდ ნეგატიური პროგნოზი აქვს გაკეთებული. წინასწარმეტყველების თანახმად, ევროპაში შეიძლება, ახალი კონფლიქტი მოხდეს, რაც "დასასრულის დასაწყისი" აღმოჩნდება.