2024 წლის თბილისობა დასასრულს უახლოვდება.
გუშინ საპატიო თბილისელის ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც, რასაკვირველია, ქალაქის მერი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. კახა კალაძისა და მისი მეუღლის ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით მოიწონეს მოდელისა და დიზაინერის, ანუკი არეშიძის ლუქი - შავი გულამოღებული გრძელი კაბა, რომელიც მას ნამდვილად უხდებოდა.
დღეს კი ქალაქის ქუჩებში თბილისის მერი შვილებთან ერთად შეუერთდა საზეიმო მსვლელობას.