"ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, რამდენიმე საათში მითხრეს, რომ ჩემი შვილი მოკლეს“ - სასტიკად მოკლული ნიკა ღვინიაშვილის დედა დუმილს არღვევს - მშობლები

"ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, რამდენიმე საათში მითხრეს, რომ ჩემი შვილი მოკლეს“ - სასტიკად მოკლული ნიკა ღვინიაშვილის დედა დუმილს არღვევს

2024-10-07 10:06:29+04:00
განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის დედა, საზარელი დანაშაულიდან ერთი თვის შემდეგ დუმილს არღვევს და ამტკიცებს, რომ მისი შვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის არასრულწლოვანმა შვილმა დანაშაული დამალა.

როგორცშორენა ჯოხთაბერიძე“მთავარ არხთან“ აცხადებს, მან დღემდე არ იცის, რა იყო მკვლელობის მოტივი.

მისი თქმით, შვილს მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა.

“გვაინტერესებს, რა მოხდა რომ ჩემი შვილი ასე გაიმეტეს. ბიჭებთან მივდივარ - კობასთანო. ვინ კობასთან მეთქი, შევეკითხე... “თიბილას“ სტუმრები ჰყავსო და იქ მივდივარ. არ ინერვიულო დედა, არ ვსვამ ხომ იციო. წამოსვლის მერე დაგირეკავო.

ჩვენი საუბრის მერე, რამდენიმე საათში მითხრეს, რომ ჩემი შვილი იმ ოჯახიდან გამოვიდა და მოკლეს. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი“, - იხსენებს შორენა ჯოხთაბერიძე და აცხადებს, რომ პასუხისგებაში მიცემული ძმები ბედოშვილების გარდა, საქმეში ფიგურირებს ერთ-ერთის 17 წლის შვილი.

“რომ ხედავდა ამხელა 17 წლის ბიჭი, რომ ხელები შეუკრა თავისი მიტანილი ბაწრებით... მამამ დაურეკა და უთხრა ამ ბიჭს, ბაწრები მომიტანეო. შევიდა და ბოსლიდან გამოუტანია. რომ ხედავდა ამხელა ბიჭი, რომ თავისი მამა ასეთ არაადამიანურ საქციელს სჩადიოდა... ხელებს უბოჭავდა ჩემს შვილს, რაღაც რეაგირება ხომ უნდა მოეხდინა? ეთქვა: მამა, ბიძა, რას აკეთებთ, კაცს კლავთ.

განაგრძეთ კითხვა