"ვინანიებ... ეს ბავ­შვი მე­ო­რე ბავ­შვს სცემ­და და ამა­ზე გავ­ღი­ზი­ან­დი... არას­დროს ბავ­შვზე ხელი არ ამი­წე­ვია" - ბათუმელი ქორეოგრაფის პირველი კომენტარი ბრალდებაზე - მშობლები

"ვინანიებ... ეს ბავ­შვი მე­ო­რე ბავ­შვს სცემ­და და ამა­ზე გავ­ღი­ზი­ან­დი... არას­დროს ბავ­შვზე ხელი არ ამი­წე­ვია" - ბათუმელი ქორეოგრაფის პირველი კომენტარი ბრალდებაზე

2024-10-09 12:20:06+04:00

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ცეკვის მასწავლებელს, რომელმაც 12 წლის მოზარდი სცემა.კადრები "ბათუმელებმა" გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ.

მასწავლებელი, რომლის კადრებმა დილიდან სოციალური ქსელები მოიცვა, მერაბ დოლიძეა. მას ცეკვის მასწავლებლად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს.

AMBEBI.GE დაუკავშირდა მერაბ დოლიძესაც:

"ცუდი ფაქტი მოხდა. ბოდიშს ვიხდი, ვინანიებ, მაგრამ მაინც მაქვეყნებენ... არ ვიცი, რა გითხრათ.. ეს ბავშვი მეორე ბავშვს სცემდა და ამაზე გავღიზიანდი, წამოვარტყი, ეს არის. არ ვიცი, ეს როგორ დამემართა, არასდროს ბავშვზე ხელი არ ამიწევია. დედა ახალი გარდაცვლილი მყავდა, ალბათ ამიტომ ვერ შევიკავე თავი. საჩივარი შევიტანე, კი..
განაგრძეთ კითხვა