დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებმა იციან, როგორ ეზარებათ ბავშვებს სამეცადინოდ დაჯდომა. რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვს საშინაო დავალებები ტანჯვად არ ექცეს და დამოუკიდებლადაც შეასრულოს ისინი.
თუ მოსწავლე რეგულარულად არიდებს თავს საშინაო დავალებას, ეს ნიშნავს, რომ ამის მიზეზი აქვს. ჩამოგითვლით ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს.
როგორც წესი, ესენი I-II კლასების მოსწავლეები არიან. სკოლაში სასწავლო პროცესს მასწავლებელი წარმართავს. რაც შეეხება სახლს, ზოგჯერ ბავშვმა უბრალოდ არ იცის, რა გააკეთოს საშინაო დავალების შესასრულებლად. ჩვევაში არ აქვს ეს ქცევა. ამ შემთხვევაში სია დაგეხმარებათ. ჩამოწერეთ და დეტალურად გააანალიზეთ ყველა მოქმედება ერთად:
რაც უფრო ნათელი და დეტალურია სია, მით უფრო ეფექტური იქნება. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ცალკეული სიები სხვადასხვა საგნებისთვის
ეს საკმაოდ გავრცელებული მიზეზია. მაგალითად, ბავშვმა გამოტოვა თემა ავადმყოფობის გამო ან ვერ გაიგო. სასწავლო პროცესში კლასი უკვე გადავიდა შემდეგ თემაზე, მაგრამ ბავშვი ჩამორჩა. დაეხმარეთ დანაკლისის შევსებაში. თუ არ იცით როგორ ახსნათ, მასწავლებელს მიმართეთ.
ეს ხშირად ემართებათ ბავშვებს, რომლებიც ძალიან ნელა მუშაობენ. ასწავლეთ თქვენს შვილს სასწავლო მასალის ცალკეულ ნაწილებად დაყოფა და შესვენების გაკეთება. უმჯობესია ბავშვმა 15 წუთი იმეცადინოს, შემდეგ კი 5 წუთი დაისვენოს.
შემოგთავაზებთ პატარა თამაშს განტვირთვისთვის. მაგალითად, შეთანხმდით, რომ გამოტოვებული რიცხვის ნაცვლად, ყოველ მესამემ ციფრზე, დაუკრათ ტაში: 1, 2, ტაში, 4, 5, ტაში და ა.შ. შეგიძლიათ მოძებნოთ სხვა ნეიროფსიქოლოგიური თამაშები ინტერნეტში, რათა გადაიტანოთ ყურადღება ან ავარჯიშოთ ტვინი გაკვეთილებისგან განსხვავებულ თემაზე.
ეს ასევე შეიძლება გახდეს პრობლემა: მას უბრალოდ მობეზრდება გაკვეთილების განმავლობაში ჯდომა. საუკეთესოა ისეთი კლუბების და დამატებითი აქტივობების არჩევა, რომელიც ხელს შეუწყობს მის შემეცნებით საქმიანობას და ინტერესებს. როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, რომ თქვენი შვილი სწავლას ყურადღებას არუთმობს:
5. ბავშვი ზედმეტად დაბნეულია
დიდხანს ვერ ახერხებს კონცენტრირებას და სწრაფად ივიწყებს სკოლაში ნასწავლს. ასეთ შემთხვევებში მშობლები რეპეტიტორებს ქირაობენ. მაგრამ აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სიძნელეების მიზეზის გარკვევა და მის აღმოსაფხვრელად ძალისხმევა - ყურადღების, მეხსიერების და აზროვნების ფუნქციების აღდგენა.
სკოლის მოსწავლეებში გაფანტულობის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: შრომისუნარიანობის დაბალი დონე, აზროვნება, რომელიც არ არის ჩამოყალიბებული ასაკის მიხედვით, იმპულსური აღქმა, ქრონიკული დაავადებები, წარუმატებელი მშობიარობის შედეგები და თავის დაზიანებები.
ბავშვები ამას პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ თამაშისა და საუბრის დროს შეგიძლიათ გაიგოთ, რომ ბავშვებს ეშინიათ საკუთარი მშობლების. როდესაც მოზრდილებს არ აქვთ საკმარისი მოთმინება, მეცადინეობისას უყვირიან და შეურაცხყოფენ ბავშვებს. ზოგჯერ პირდაპირ მუქარამდეც კი მიდიან: „ერთი კვირა მულტფილმებს ვერ ეღირსები". .
თუ მასწავლებელი დასცინის მოსწავლეს მთელი კლასის წინაშე, საყვედურობს შეცდომებზე და ხაზს უსვამს მის წარუმატებლობას, მაშინ ბავშვს უჭირს გაკვეთილზე კონცენტრირება, ის უარს ამბობს დაფასთან გამოსვლაზე, იძაბება და ეშინია დახმარების თხოვნა. ყვირილი, გადაჭარბებული სიმკაცრე- ეს ყველაფერი ბავშვებს გულს უცრუებს სწავლაზე.