"ნაპოლისა" და საქართველოს კერპი,ხვიჩა კვარაცხელიაFIFA-თან ახალბედა მამობის, მსოფლიო ჩემპიონატის და მისი ოცნებების შესახებ საუბრობს.
"კვარასტელა. კვარადისიაკო. კვარადონა - კვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში გადასვლის შემდეგ ბევრი მეტსახელი მოიპოვა.
2022 წელს, ნაპოლში ჩასვლიდან სულ რამდენიმე თვეში მან გუნდი ბოლო ტრიუმფიდან 33 წლის შემდეგ, ისტორიულ მესამე სკუდეტომდე მიიყვანა. შემდეგ საქართველოსთან ერთად UEFA EURO 2024-ზე კვალიფიკაცია მიიღო.
ამ მიღწევებმა 23 წლის ფეხბურთელი კლუბისა და ქვეყნის გმირად აქცია, მაგრამ გარემარბს მეტის გაკეთება სურს,“ - წერს FIFA.
- ხვიჩა, ახლახან გახდი მამა. როგორია ეს?
- ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უცებ ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა სხვანაირად აღვიქვამ ყველაფერს. ყოველ დღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედია მაქვს, ყველას ექნება ამ ბედნიერების განცდის ბედნიერება მათ ცხოვრებაში.
- ბოლონიის წინააღმდეგ გატანილი გოლი თქვენ ვაჟს მიუძღვენით. როგორ შეგცვალათ თქვენ, როგორც ფეხბურთელი ახალბედა მამობამ?
- უცებ კიდევ უფრო მოტივირებული გავხდი. იწყებ უფრო მეტ შრომას, რადგან იცი, რომ ყველაფერი, რასაც ახლა აკეთებ, არის შენი შვილისთვის. ვიცი, რომ ჩემი შვილი ამ ყველაფერს დაინახავს, როცა გაიზრდება და ეს ძალიან მახარებს. ძნელია ამის სიტყვებით გადმოცემა. ეს ემოციები მაძლიერებს. ვცდილობ, ეს გრძნობა მოედანზე გადავიტანო და ამიტომ ჩემს გოლებს ვუძღვნი მას, რათა ეს ნახოს, როცა გაიზრდება. იმედი მაქვს, რომ ისიც მომავალი ფეხბურთელი იქნება. განაგრძეთ კითხვა