როგორ დავიცვათ ბავშვები გაჯეტების ლურჯი გამოსხივებისგან:  უძილობისა და კონცენტრაციის დეფიციტის პრევენცია - მშობლები

როგორ დავიცვათ ბავშვები გაჯეტების ლურჯი გამოსხივებისგან:  უძილობისა და კონცენტრაციის დეფიციტის პრევენცია

2024-09-09 14:56:04+04:00

თანამედროვე ეპოქაში, ბავშვები განსაკუთრებულად დიდ დროს ატარებენ ციფრულ მოწყობილობებთან: სმარტფონები, პლანშეტები, კომპიუტერები და ტელევიზორები მათი ყოველდღიური აქტივობების განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა, ამ ტექნოლოგიური მოწყობილობების ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მათი თვალის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ლურჯი გამოსხივების გამო, რაც თვალის დაძაბულობას, სიწითლეს, უძილობასა და სხვა პრობლემებს იწვევს.

რა არის ლურჯი გამოსხივება და რატომ არის მისი კონტროლი მნიშვნელოვანი?

ლურჯი გამოსხივება ბუნებრივადაც გვხვდება მზის შუქში და გარკვეული დოზით სასარგებლოცაა, რადგან ის ხელს უწყობს ჩვენს ფიზიოლოგიურ პროცესებს, მაგალითად, დღის ციკლების რეგულირებას. თუმცა, როდესაც ბავშვები დიდხანს იყენებენ ელექტრონულ მოწყობილობებს, ისინი იღებენ ლურჯი გამოსხივების ჭარბ რაოდენობას, რაც იწვევს თვალის დაღლილობასა და მხედველობის გაუარესებას.

ლურჯი გამოსხივება განსაკუთრებით ძლიერი ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე, რადგან მათი თვალები უფრო მგრძნობიარეა. ბავშვებში ის ხშირ შემთხვევაში იწვევს თვალის სიწითლეს, დაძაბულობას და დისკომფორტს. ასევე, ლურჯი გამოსხივება უშლის ხელს მელატონინის წარმოქმნას, რაც უძილობას იწვევს, ხოლო უძილობა პირდაპირ ზემოქმედებს ბავშვის მეხსიერებაზე, ყურადღებასა და ზოგად კეთილდღეობაზე.

ჭარბი რაოდენობით ლურჯი სხივები ნეგატიურად მოქმედებს თვალზე, რაც გამოიხატება: თვალის სიწითლეში, დაძაბულობაში, მუდმივ წვის შეგრძნებასა და უძილობაში. ეს ყველაფერი კი უარყოფითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, გარდა ამისა უძილობა თავისებურად მოქმედებს მეხსიერებასა და ყურადღებაზე. საერთო სურათს თუ შევხედავთ, დავინახავთ ლურჯი გამოსხივების ნეგატიურ, ჯაჭვურ ზემოქმედებას არა მხოლოდ თვალებზე, არამედ მთლიან ორგანიზმზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ოფთალმოლოგები გასცემენ.

როგორ დავიცვათ ბავშვები ლურჯი გამოსხივებისგან?

  1. შეზღუდეთ ეკრანთან გატარებული დრო: ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც მშობლებს შეუძლიათ გადადგან, არის ბავშვების ეკრანთან გატარებული დროის კონტროლი. რეკომენდებულია, რომ 6 წლამდე ბავშვებმა არ გაატარონ 1 საათზე მეტი ეკრანთან, ხოლო 6 წლიდან 18 წლამდე ბავშვებმა არ უნდა გადააჭარბონ 2 საათს დღეში.
  2. ეკრანთან მუშაობის დროს დაიცავით უსაფრთხო დისტანცია: მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები მინიმუმ 40 სმ დაშორებით ისხდნენ ელექტრონული მოწყობილობების ეკრანებიდან, რათა შეამცირონ ლურჯი გამოსხივების ზემოქმედება.
  3. უზრუნველყავით თვალების დასვენება: ბავშვებს ეკრანებთან ხანგრძლივი ურთიერთობის დროს უნდა ასწავლოთ თვალის შესვენების აუცილებლობა. ორი საათის ინტერვალში 15-წუთიანი შესვენება და 20 წუთში ერთხელ მზერის გადატანა ეკრანიდან გარე სივრცეზე ამცირებს თვალის დაძაბულობას.
  4. გამოიყენეთ ლურჯი გამოსხივებისგან დამცავი სათვალე: სათვალე, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ლურჯი გამოსხივებისგან დასაცავად, ერთ-ერთი საუკეთესო პრევენციული საშუალებაა. ლურჯი გამოსხივების ფილტრები ამცირებს გამოსხივების მავნე ზემოქმედებას და ხელს უწყობს ბავშვის თვალების დაცვას.

თვალის ჯანმრთელობის პრევენციის მნიშვნელობა

მხედველობა ბავშვობის ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ხდება თვალის ნორმალური განვითარების პროცესი. მშობლები უნდა იყვნენ ფრთხილად და ყურადღება მიაქციონ ბავშვების თვალის ჯანმრთელობას. გრძელვადიან პერიოდში ლურჯი გამოსხივება შესაძლოა მხედველობის სერიოზული პრობლემების გამომწვევი გახდეს, რისი პრევენციაც შესაძლებელია.

თუ გსურთ, რომ თქვენი ბავშვი იყოს დაცული ლურჯი გამოსხივებისგან და შეინარჩუნოს ჯანსაღი მხედველობა, აფლელუ პარიზი გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას. ოფთალმოლოგთან კონსულტაციის შემდეგ თქვენ შეძლებთ ინდივიდუალური რეცეპტის საფუძველზე შეარჩიოთ ბავშვისთვის სათვალე ან ლინზა, რომელიც საუკეთესოდ დაიცავს თვალებს ლურჯი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან.

10 ოქტომბერს „მხედველობის საერთაშორისო დღე“ აღინიშნება. ფრანგული ოპტიკის მაღაზია Afflelou Paris (აფლელუ პარიზი) გილოცავთ, გისურვებთ თვალის ჯანმრთელობას და ნათელ მხედველობას!

იზრუნეთ თქვენი შვილების თვალებზე დღეს და გაუფრთხილდით მათ ჯანმრთელობას მომავლისთვის!

R