დიანას დედა ეთერ თუთბერიძე ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე წარმატებული ფიგურული ციგურაობის მწვრთნელია, გლების მამა კი — ცნობილი რუსი მსახიობი.
"2022 წლის თებერვლის შემდეგ, მოციგურავეები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, რუსეთიდან აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად. მათი თქმით, იქ მშობლების ფინანსური დახმარებით ვარჯიშობდნენ. წყვილმა ოფიციალურად ამერიკაში იქორწინა, თუმცა მათი ოჯახის წევრები ღონისძიებას არ ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის ამერიკაში მოგზაურობა მარტივი არ არის.
ახლა სპორტსმენებს სურთ, რომ გრანდიოზული ქორწილი დიანას დედის სამშობლოში, საქართველოში გაიმართოს, სადაც რუსი სტუმრები მარტივად შეძლებენ ჩასვლას, - წერს რუსული მედია.
"ლას-ვეგასში დავქორწინდით, რადგან მე იქ დავიბადე. ნამდვილი ქორწილი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.