ლიზა ჩიჩუას და ირაკლი მაქაცარიას წყვილი, ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. პომპეზური ქორწილიდან მოყოლებული, ლიზას ორსულობითა და მათი შვილის გიორგის დაბადებით დასრულებული, ყოველთვის უზიარებდნენ ამბებს გულშემატკივრებს.
ახლაც მათივე ინსტაგრამიდან გახდა ცნობილი, რომ წყვილი მეორე შვილს ელოდება. ორსულ მეუღლესთან ფოტოები ირაკლიმ გამოაქვეყნა და ამით საზოგადოებას მნიშვნელოვანი სიახლე ამცნო. ლიზა და ირაკლი მალე მეორე შვილის მშობლები გახდებიან.
თეკლა ჟვანია