როდესაც ჰოლივუდზე ვსაუბრობთ, საზოგადოების ერთმა ნაწილმა შესაძლოა, "ჯადოსნური" ადგილი წარმოიდგინოს, სადაც ადამიანები თავიანთ ოცნებებს იხდენენ, აქვთ კარგი ფინანსური შესაძლებლობა, შეუძლიათ, იყიდონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ და იმოგზაურონ ყველგან, სადაც მოუნდებათ. მეორე ნაწილისთვის კი ეს ადგილი ნარკოტიკებთან, გარყვნილებასა და დანაშაულებთან ასოცირდება. ჰოლივუდი ბევრ საიდუმლოს ინახავს, თუმცა ზოგიერთი მათგანი საზოგადოებისათვის ცნობილი ხდება და ყველას ყურადღებას იპყრობს:
ცნობილი მსახიობი ჯეკი ჩანი 1954 წლის 7 აპრილს ჰონგ-კონგში დაიბადა. მისი მშობლები დევნილები იყვნენ. ისინი ჩინეთში მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც კომუნისტებმა ქვეყანა დაიპყრეს. ჯეკის მამა, ჩარლზი, გომინდანის მხარდამჭერი იყო და როგორც ცნობილია, ის სამოქალაქო ომის დროს საიდუმლო აგენტად მუშაობდა. კომუნისტების გამარჯვების შემდეგ ჩარლზი ამხილეს და ხალხის მტრად გამოაცხადეს. ჯეკი ჩანმა მოგვიანებით გაიხსენა, რომ ამ ამბის შესახებ წლების განმავლობაში არაფერი იცოდა.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. მსახიობის დედას, ლილის, ყველა კეთილ და მზრუნველ დიასახლისად იცნობდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქალი ერთ დროს კონტრაბანდისტად მუშაობდა და ნარკოტიკულ საშუალებას ასაღებდა. სხვათა შორის, ჩარზმა და ლილიმ ერთმანეთის მას შემდეგ გაიცნეს, რაც ჩარლზმა ის არაკანონიერი საქმიანობის გამო დააკავა...
ვუდი ჰარელსონი და მეთიუ მაკკონაჰი უკვე მრავალი წელია, კარგი მეგობრები არიან, დიდ დროს ატარებენ ერთად, ოჯახებით ერთმანეთთან მიდიან და ერთობიან. თუმცა, შესაძლოა, ვარსკვლავები მამის მხრიდან ძმები აღმოჩნდნენ... პირველი, ვინც ამ ამბავზე ისაუბრა, მაკკონაჰის დედა იყო. როგორც მაკკონაჰის დედას უთქვამს, ის ვუდი ჰარელსონის მამას იცნობდა და ურთიერთობა ჰქონდა. ამის შემდეგ ორმა მსახიობმა ძიება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ჰარელსონის მამა და მაკკონაჰის დედა ტეხასში იმ დროს იმყოფებოდნენ, როდესაც მეთიუს მშობლები განქორწინდნენ. დნმ-ის ტესტით ამბის გარკვევა, ცხადია, ბევრად მარტივია, მაგრამ ჯერჯერობით მსახიობები ამაზე არ საუბრობენ.
"ვუდისთვის ცოტა უფრო ადვილია იმის თქმა: "მოდი, დნმ-ის ტესტი გავიკეთოთ" - რა აქვს მას დასაკარგი? ჩემთვის ეს უფრო რთულია, რადგან ბევრ რისკზე მივდივარ. ტესტმა შეიძლება აჩვენოს, რომ მამაჩემი სულაც არ არის მამაჩემი. 53 წელია, ეს ეჭვი მაქვს." - თქვა მაკკონაჰიმ. გარდა იმისა, რომ მსახიობები შესანიშნავად მეგობრობენ, მათ გარეგნულ მსგავსებაზეც არაერთი ადამიანი საუბრობს. ვუდი ჰარელსონის მამა, ჩარლზი, 1960 წელს ყაჩაღობისთვის გაასამართლეს, შემდეგ 13 წელი მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. შემდეგ მოსამართლე მოკლა და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. მან ციხიდან გაქცევა არაერთხელ სცადა. 2007 წელს კი საკანში გარდაცვლილი იპოვეს.
ცნობილმა მსახიობმა, არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელმა ვარსკვლავმა 37 წლის ასაკში საოცარი ამბავი გაიგო. 1974 წელს Time-ის ჟურნალისტმა ვარსკვლავს უთხრა, რომ მისი უფროსი და, ჯუნი, სინამდვილეში მისი ბიოლოგიური დედა იყო და მთელი ეს წლები ბებია დედა შეცდომით ეგონა... თავდაპირველად, ჯეკ ნიკოლსონი ამბავს ვერ იჯერებდა, თუმცა მისმა დამ, ლორეინმა ამბავი დაადასტურა.
როგორც ცნობილია, ჯეკ ნიკოლსონის დედა 16 წლის ასაკში დაორსულდა. ჯუნი მომღერალი და მოცეკვავე იყო. იმის გამო, რომ არაკანონიერი შვილისთვის მას შერცხვენის შეეშინდა, ამავდროულად, კარიერასაც აქტიურად ავითარებდა, ჯეკი მშობლებს გადასცა. ჯონ ჯოზეფმა და ეტელ მეი ნიკოლსონმა მომავალი ვარსკვლავი საკუთარ შვილად აღზარდეს. ჯეკ ნიკოლსონს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ისინი მისი მშობლები იყვნენ. როდესაც ნიკოლსონმა სიმართლის შესახებ გაიგო, ჯუნი და ეტელი უკვე გარდაცვლილები იყვნენ...
ლინდსი ლოჰანმა პოპულარობა პატარა ასაკიდანვე მოიპოვა და ვარსკვლავი სხვადასხვა არალეგალურ ნივთიერებაზე დამოკიდებული გახდა. თუმცა, დიდმა ნებისყოფამ და თვითგანადგურების შეჩერების სურვილმა ის რეაბილიტაციამდე მიიყვანა. მკურნალობის შემდეგ მსახიობი 2000-იან წლებში საჯარო სივრცეში კვლავ დაბრუნდა და არაერთ ღონისძიებასა და დაჯილდოებას ესწრებოდა.
როგორც ვარსკვლავი ამბობს, ოჯახის მხარდაჭერა და მზრუნველობა გამოჯანმრთელებაში განსაკუთრებით დაეხმარა. მსახიობს სამი უმცროსი ძმა და და ჰყავს. თუმცა, 2012 წელს The Trisha Goddard Show-ში 17 წლის უცნობი მოზარდი მივიდა და განაცხადა, რომ მაიკლ ლოჰანის უკანონო ქალიშვილი იყო.
დნმ-ის ტესტის პასუხი პირდაპირ ეთერში გამჟღავნდა და გაირკვა, რომ ლინდსი ლოჰანის მამას პარალელური ხანმოკლე რომანი ჰქონდა, რომლის შედეგადაც ეშლი ჰორნი დაიბადა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰორნი ცდილობდა, ლინდსი ლოჰანს დამსგავსებოდა, თმა წითურად შეიღება, სტილის მიმსგავსება სცადა, მაგრამ საზოგადოების ყურადღება მაინც ვერ მიიპყრო. ამის შემდეგ კი, გოგონა პლასტიკურ ქირურგთან მივიდა და არაერთი პროცედურა ჩაიტარა, რომ ლინდსი ლოჰანს დამსგავსებოდა.
ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალი ბარბადოსში უმცროს ძმებთან ერთად გაიზარდა. თინეიჯერობის ასაკში კი რიანამ შეიტყო, რომ მამამისს, რონალდს, სხვადასხვა ქალისგან კიდევ 3 შვილი ჰყავდა. ერთ-ერთი ერთ დღეს მათ კართან გამოჩნდა. როდესაც რიანა 15 წლის იყო, მისი უფროსი ნახევარდა უკვე 30 წლის გახლდათ და ორი ქალიშვილი ჰყავდა. თავდაპირველად რიანას ოჯახმა უკანონო ქალიშვილი, კენდი მიიღო და ურთიერთობის დაწყებაც სცადეს. მაგრამ შემდეგ მათი გზები კვლავ გაიყარა.
"მე მას მხოლოდ რამდენჯერ შევხვდი. მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში გადავიდა, რადარიდან გაქრა. სხვათა შორის, რიანამ მობილურის ახალი ნომერიც კი არ მომცა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ის ძალიან დაკავებულია და მე დილიდან საღამომდე ვმუშაობ, ამიტომ სალაპარაკოდ ბევრი დრო არ გვაქვს. ძალიან ვამაყობ მისით. არ მშურს მისი იღბლისა და დიდების - ვცხოვრობ უბრალო ცხოვრებით და ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ის, რაც მაქვს." - თქვა რიანას დამ ერთ-ერთ ტაბლოიდთან.
ამერიკელ მსახიობ ლივ ტაილერს 11 წლამდე ეგონა, რომ მისი მამა კომპოზიტორი და მომღერალი ტოდ რანდგრენი იყო. ცნობილია ისიც, რომ ლივ ტაილერი Aerosmith-ის კონცერტს 8 წლის ასაკში დაესწრო და სტივენ ტაილერით აღფრთოვანებული იყო. მოგვიანებით გოგონამ გაიხსენა, რომ მასთან თავიდანვე საოცარი ქიმია იგრძნო და მიხვდა, რომ ერთმანეთთან რაღაც აკავშირებდათ.
ლივ ტაილერმა საკუთარი ეჭვების შესახებ დედას უთხრა და მანაც აღიარა, რომ მისი ბიოლოგიური მამა სტივენ ტაილერი იყო და სიმართლეს მომღერლის საეჭვო რეპუტაციისა და მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულების გამო უმალავდა.
მსახიობმა თქვა, რომ დედაზე არ ბრაზობს და ორი შესანიშნავი მამისთვის მადლობას უხდის, რადგანაც მისი თქმით, ორივე მხრიდან არაერთი კარგი ნათესავი ჰყავს.
"ჰოლივუდის მეფე" კლარკ გეიბლი არა მხოლოდ შთამბეჭდავი ფილმოგრაფიით გამოირჩევა, არამედ საკმაოდ მრავალფეროვანი პირადი ცხოვრებაც ჰქონდა. მსახიობი ხუთჯერ იყო დაქორწინებული. მას 2 კანონიერი შვილი ჰყავდა. თუმცა, მის ცხოვრებაში კიდევ ერთი ბავშვი არსებობდა, რომლის ხსენებაც არ სურდა. The Call of the Wild-ის გადაღებების დროს კლარკ გეიბლი ლორეტა იანგს შეხვდა და მათ შორის ხანმოკლე რომანი დაიწყო. გადაღებების შემდეგ, ისინი ღამის მატარებლით ჰოლივუდში მიდიოდნენ. დაქორწინებული გეიბლი კოლეგის კუპეში შევიდა. ზოგი ამბობდა, რომ კლარკმა კოლეგა გააუპატიურა, ზოგიც წერდა, რომ ეს ორივეს სურვილი იყო, თუმცა ფაქტია, ლორეტა იანგი დაორსულდა.
ლორეტას კათოლიკური ოჯახი ჰქონდა, ამიტომაც სირცხვილის თავიდან ასარიდებლად, მსახიობს ბავშვი დაფარულად უნდა გაეჩინა. მსახიობმა გოგონა, სახელად ჯუდი გააჩინა.
ჯუდი ჰოლივუდისგან საკმაოდ მოშორებით გააჩინა დედამ. მოგვიანებით კი იანგმა გამოაცხადა, რომ გოგონა იშვილა. თუმცა არც ეს იყო მთლად ტყუილი, რადგან ცოტა ხნით მართლაც მიიყვანა უდედმამოთა თავშესაფარში და მერე წამოიყვანა. ხმები მაინც გავრცელდა და ჰოლივუდში მაინც დაიწყეს ჭორაობა. ყველაზე მეტად ჯუდის ყურები "ყიდდნენ", რომლებითაც მამის ზუსტი ასლი იყო. თავიდან ლორეტა მათ კულულების ან ქუდის მიღმა უმალავდა, მერე კი, 10 წლისა, ქირურგთან მიიყვანა და ყურების პლასტიკური ოპერაცია გაუკეთე, რომ ნაკლებ მსგავსებოდა გეიბლს...
თუმცა სიმართლე მაინც გაირკვა. გოგონა 23 წლის იყო, როცა დედამ მამის ვინაობა გაიგო.1994 წელს მემუარებიც გამოუშვა, სადაც წერდა, რომ კლარკ გეიბლი მისი მამა იყო და ამ ფაქტზე საუბრობდა. ისიც გაიხსენა, რომ დედამ მასთან გაამხილა სიმართლე - დიახ, კლარკ გეიბლმა ის გააუპატიურა და ამის შედეგად გაჩნდა ჯუდი...
ლორეტა ძალიან გაბრაზდა და შვილს 3 წლის განმავლობაში არ ელაპარაკებოდა. იმასაც ამბობდა, რომ მისმა შვილმა მოიგონა ეს ყველაფერი. თუმცა მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დედა-შვილი შერიგდა.