კახეთში ავარიას კოალიცია "ცვლილებებისთვის" შტაბის წევრი ემსხვერპლა - რა დეტალები ხდება ცნობილი ტრაგიკულ შემთხვევაზე? - მშობლები

კახეთში ავარიას კოალიცია "ცვლილებებისთვის" შტაბის წევრი ემსხვერპლა - რა დეტალები ხდება ცნობილი ტრაგიკულ შემთხვევაზე?

2024-10-15 10:50:13+04:00

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული გერმანიის მოქალაქეა.

Ambebi.ge-ს კოალიცია "ცვლილებისთვის" პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ერთ-ერთ ავტომანქანაში კოალიციის შტაბის წევრი ელენე მეგრელიშვილი იმყოფებოდა.ელენე ადგილზე გარდაიცვალა. განაგრძეთ კითხვა