15 ოქტომბერი ძუძუს კიბოს მსოფლიო დღეა. დადასტურებულია, რომ საკვებსა და კიბოს გარკვეული ტიპების განვითარებას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს.
თუ გარკვეული რისკები გაქვთ ამ დაავადებისადმი, რეკომენდებულია მენიუ ძირითადად თევზსა და ბოსტნეულზე იყოს დაფუძნებული. ისინი არაპირდაპირი გზით ამცირებენ ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს. ამავე რეკომენდაციით, წითელი ხორცი უნდა გამოირიცხოს რაციონიდან.
"ჩვენი სხეული გაღიზიანებაზე ან დაზიანებაზე ანთებით რეაგირებს. ეს ნორმალური რეაქციაა, მაგრამ ამ პროცესში ხდება ნივთიერებების გამოყოფა, რომლებიც ხელს უწყობენ უჯრედების გაყოფას, რაც კიბოსკენ მიდრეკილი პაციენტებისთვის რისკის შემცველია." - ამბობს მედიცინის დოქტორი ჯო ფეიერშტეინი.
რაც შეეხება წითელ ხორცს, ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ენდოკრინულ სისტემაზე. შეწვისას კი კანცეროგენული ნაერთები წარმოიქმნება, რომლებიც დაკავშირებულია კიბოს რისკთან.
ექსპერტის თქმით, გარკვეული დიეტის დაცვით ძუძუს კიბოს განვითარების რისკი მთლიანად ვერ მოიხსნება, მაგრამ შეიძლება გაძლიერდეს იმუნური სისტემა და ორგანიზმის დამცავი ფუნქციები.
რა საკვები უნდა ავირჩიოთ ძუძუს კიბოს თავიდან ასაცილებლად?
იოგურტი კალციუმის და ცილის კარგი წყაროა. ასევე შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს, როგორიცაა პრობიოტიკები, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ ანთება და მკერდის კიბოს რისკი.
კომბოსტოს ყველა სახეობა. ბრიუსელის კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ჩინური კომბოსტო, რუკოლა, ბროკოლი. ეს არის ბოსტნეული, რომელიც მდიდარია კალციუმითა და ორი სახის ნაერთებით - ინდოლით და იზოთიოციანატებით, რომლებიც შესწავლილია მათი კიბოს საწინააღმდეგო თვისებების გამო. გარდა ამისა, კომბოსტო შეიცავს ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჭარბი ესტროგენის დეტოქსიკაციას. ესაა ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს კიბოს უჯრედების ზრდას.
კვერცხი. გარდა იმისა, რომ ისინი არახორციული ცილის წყაროა, მდიდარია ქოლინით, ლუტეინით და ზეაქსანტინით - მიკროელემენტებით, რომლებიც, სავარაუდოდ, ებრძვიან კიბოს უჯრედებს. ამიტომ, რეკომენდებულია კვერცხების ჩართვა თქვენს მენიუში კვირაში ორჯერ მაინც.
თევზი. ეპიდემიოლოგიური კვლევები დიდი ხანია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ძუძუს კიბო ნაკლებად გავრცელებულია იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანები ბევრ თევზს ჭამენ (ხორცით მდიდარ დიეტასთან შედარებით). ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ თევზი, გარდა იმისა, რომ ცილის კარგი წყაროა, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობის გამო, ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მაგრამ თქვენ უნდა აირჩიოთ ისეთი სახეობები, როგორებიცაა თინუსი, ორაგული, სარდინი, ქაშაყი და სკუმბრია.
მწვანე ჩაი. აქტიურად მოიხმარენ აზიურ კულტურებში, სადაც ძუძუს კიბოს გავრცელება დაბალია. ამ პროდუქტის კვლევა გრძელდება, მაგრამ უკვე არსებობს მტკიცებულება, რომ მწვანე ჩაის აქვს მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური ეფექტი: ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც ნორმალური მეტაბოლიზმის დროს წარმოიქმნება და შეიძლება უჯრედების გენეტიკური დაზიანება გამოიწვიოს, რაც კიბოს განვითარებას იწვევს. სხვა ნაერთებს, პოლიფენოლებს, ასევე შეუძლიათ შეამცირონ ესტროგენის აქტივობის დონე.
სოიო. ეს არის საკვები ნივთიერებებით მდიდარი მცენარეული ცილა, რომელიც შეიცავს ცხრავე აუცილებელ ამინომჟავას. უმჯობესია მიირთვათ მისი გადაუმუშავებელი სახეობები, როგორიცაა ტემპე, მისო და ტოფუ.