მიუხედავად იმისა, რომ უკვე თვეებია, კანიე უესტის მეუღლის, ბიანკა ცენზორის სხეულის ყველა დეტალის დაწვრილებით შესწავლა ყველამ მოახერხა და მსოფლიო პრესის გვერდებზე სტატიები არაერთხელ გამოჩნდა, უესტის ყოფილი თანამშრომლის აღიარებამ მაინც უზარმაზარი გამოხმაურება გამოიწვია. ლორენ პიშოტა წლების განმავლობაში რეპერის ასისტენტი იყო და მისი არაერთი საიდუმლო იცის. ახლახან ლორენმა თქვა, რომ კანიე საკუთარ ცოლს ისე ექცევა, როგორც "გოგონას გამოძახებით". კიდევ უფრო საოცარი არის ის, რომ კანიეს ბიანკას დედასთან ინტიმური ურთიერთობა სურდა და უნდოდა, ბიანკას ამ ყველაფრისთვის ეყურებინა...
სკანდალური წყვილის ქორწინება ისეთი დეტალებითაა სავსე, რომ ამ ფონზე ბიანკას საზოგადოებაში ნახევრად სიშიშვლე და სრულიად უცნაური სამოსი არაფერია. ამავდროულად, ლორენის თქმით, ძნელია იმის გარკვევაც, ამ ურთიერთობაში რომელი მხარე უფრო უარესია.
აღსანიშნავია, რომ ლორენ პიშოტა ყოფილი მოდელი და სოციალური მედიის ვარსკვლავია. ქალმა წლის დასაწყისში კანიე უესტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ის სექსუალურ შევიწროებასა და თვალთვალში დაადანაშაულა. თავის მხრივ, კანიე ამბობდა, რომ გოგონა აშანტაჟებდა და ფულის გამოძალვა სურდა. 8 ოქტომბერს კი ლორენმა უესტის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა და ამავდროულად, ისეთ დეტალებზე ალაპარაკდა, რაზეც თავად ამბობს, რომ პირადად იცოდა და ფაქტებს შეესწრო.
"ის დაუჯერებელი სექსუალური სურვილებითაა სავსე. ეს სურვილები უფრო ცხოველურია." - თქვა ლორენმა და კანიე უესტი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. გოგონამ თქვა, რომ შევიწროებას სხვა თანამშრომლებიც განიცდიდნენ. კომპანიაში რეპერმა "დროებითი საძინებლებიც" შექმნა. როგორც ლორენი ამბობს, რეპერი არა მხოლოდ თავად ძალადობდა, არამედ ქალებს საკუთარ მეგობრებსა და კოლეგებსაც "სჩუქნიდა"... თანამშრომლებს კი ხელშეკრულებებს ადებინებდა, რომ ამაზე არსად ისაუბრებდნენ. ეს კონტრაქტი კანიეს ყოფილ შეყვარებულს, ჯულია ფოქსსაც გაუგზავნეს და მან უესტთან კავშირი საერთოდ შეწყვიტა.
როდესაც ბიანკა კანიეს ცხოვრებაში გამოჩნდა, მან მთელი ყურადღება მასზე გადაიტანა. ქალზე ტოტალურ კონტროლს ახორციელებდა. აკონტროლებდა ტანსაცმელს, საკვებს, სოციალურ წრეს. ლორენის თქმით, ბიანკას უსიტყვოდ უნდა ეპასუხა იმაზე, რასაც უესტი ეტყოდა. მათი შეტყობინებები ძირითადად ცხოვრების ინტიმურ მხარესა და ცენზორის დედას ეხებოდა.
"უესტი იმ ქალების დედებთან სქესობრივი კავშირის იდეით იყო შეპყრობილი, რომლებიც გვერდით ჰყავდა. მათ შორის, ბიანკას დედაც იყო. ეს მისი სექსუალური გარყვნილების კიდევ ერთი გამოვლინება იყო." - აღნიშნა ლორენმა The Sun-თან საუბრისას.
ქალი ამბობს, რომ 2022 წელს საკუთარი თვალით დაინახა, როგორ მისწერა კანიემ ბიანკას, რომ დედამისთან ინტიმურ ურთიერთობას აპირებდა.
თუმცა, ლორენის თქმით, არც ბიანკა იყო ისეთი დაჩაგრული, როგორიც გარედან ჩანდა. კერძოდ, რეპერმა საკუთარ მეგობრებს და მათ შორის, ლორენს, უთხრა, რომ "ბიანკა ძალიან ჭკვიანი ქალია და გატაცებულია სექსით." მისივე თქმით, მას გოგონებთან ურთიერთობაც მოსწონს.
სწორედ ბიანკას წინადადებით, კანიეს ოფისი საბოლოოდ „სექსის მოედანი" გახდა და ის რეგულარულად „სექს-წვეულებების მონაწილე და მათი კოორდინატორი" იყო. ლორენს ორგიების მოწყობაზე ზრუნვა ევალებოდა, თუ რაღაც სწორად ვერ დაიგეგმებოდა, კანიე უესტისგან და ბიანკა ცენზორისგან შენიშვნებს იღებდა.
ოქტომბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიანკა ცენზორი და კანიე უესტი განქორწინებას აპირებდნენ. თუმცა, ერთი დღის შემდეგ ისინი კვლავ ერთად დააფიქსირეს. რეპერი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მეუღლეს ეხუტებოდა და მასთან ერთად გადაადგილდებოდა.
აღსანიშნავია, რომ კანიე უესტი და ბიანკა ცენზორი კალიფორნიაში 2022 წლის 20 დეკემბერს, ფარულად დაქორწინდნენ. კანიესთვის ეს მეორე ოფიციალური ქორწინებაა. ის იქამდე კიმ კარდაშიანზე იყო დაქორწინებული. უესტსა და კარდაშიანს 4 საერთო შვილი ჰყავთ.
ბიანკა ცენზორის უცნაურ ჩაცმულობაზე უკვე დიდი ხანია, მისი მშობლები განსაკუთრებით ღელავენ, რადგან იქამდე ვიდრე ცენზორი უესტზე დაქორწინდებოდა, ჩვეულებრივი დახვეწილი სამოსით გადაადგილდებოდა. ქმრის დახმარებით კი მისი გარდერობი მთლიანად შეიცვალა.
ხშირად თითქმის შიშველი გადაადგილდება. აცვია გამჭვირვალე სამოსი და სეზონისთვის სრულიად შეუფერებელი ნივთები.
აქტივისტებმა წყვილის მიმართ შეზღუდვების დაწესება არაერთხელ მოითხოვეს. მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ რეპერსა და მის მეუღლეს ამ ფორმით რესტორანში შესვლის უფლება არ უნდა მისცენ...
წყვილის უცნაურ სამოსს მთელ მსოფლიოში განიხილავენ და ხშირად სოციალურ მედიაში არაერთი ხუმრობის წინაპირობაც ხდება. ქალი საკვებს მაშინ იღებს და ვარჯიშობს, როცა უესტი დართავს ნებას.
ბიანკა სოციალურ ქსელებს არ იყენებს. კადრებს, როგორც წესი, რეპერი ავრცელებს.