"დედას სხვა შვილი არ ჰყავს... მას არ სურს ჩემთან ურთიერთობა... მძიმე დაავადება აქვს და აქამდე ვერ ვხვდებოდი... მამას წარმოდგენა არ ჰქონდა ჩემს არსებობაზე..." - თამუნა მუსერიძის პირველი კომენტარი დედასთან შეხვედრის შემდეგ - მშობლები

"დედას სხვა შვილი არ ჰყავს... მას არ სურს ჩემთან ურთიერთობა... მძიმე დაავადება აქვს და აქამდე ვერ ვხვდებოდი... მამას წარმოდგენა არ ჰქონდა ჩემს არსებობაზე..." - თამუნა მუსერიძის პირველი კომენტარი დედასთან შეხვედრის შემდეგ

2024-10-16 21:39:31+04:00

ალბათ მთელი საქართველო ელოდა თამუნა მუსერიძის დედასთან შეხვედრას. ჟურნალისტი და ჯგუფის "ვეძებ" დამფუძნებელი ვენაში იყო ჩასული ბიოლოგიურ დედასთან შესახვედრად. მასთან შეხვედრამდე დეიდაშვილებს შეხვდა და აღნიშნა, რომ მისი ორივე მშობელი მეგრელი აღმოჩნდა:

"დედა არის კეკელია და ჯიხაშკარიდან. მამა ზუგდიდიდანაა. დედითაც მეგრელი ვარ და მამითაც. დედას მძიმე დაავადება აქვს. ამიტომ ვერ ჩამოვდიოდი ეს თვეები და ვერ ვნახულობდი, კლინიკაში იყო".

463405932-10211710074664287-5224202446794128752-n-1729100704.jpg
შეხვედრა დედის მხრიდან ნათესავებთან

სანამ ბიოლოგიურ დედას შეხვდებოდა, თამუნამ აღმზრდელ დედასთან ერთად გამოაქვეყნა ფოტო:

"დედა, მივდივარ და აბა შენ იცი... ბოლომდე ილოცე იქიდან, სადაც ხარ".

463475130-10211720352041215-3984248120178680422-n-1729101085.jpg

შეხვედრის შემდეგ კი ვიდეო ჩაწერა, სადაც ყვება დედასთან შეხვედრის შესახებ:

"პირველ რიგში ვიტყვი, რომ მე არ ვარ მოპარული ბავშვი... ჩემი ცხოვრების გადასარჩენად ვერ ვიტყვი ამას... მე გამაშვილეს. მამა იყო ცოლიანი მამაკაცი, ჰყავდა ორი შვილი. დედა იყო 21 წლის და მოხდა ეს... მესმის მაშინდელი მდგომარეობა. 80-იან წლებში ბავშვის უმამოდ გაჩენა იყო წარმოუდგენელი და ამ ამბავს ვიღებ ჩვეულებრივ... დედასთან შეხვედრის ვიდეო არ დავდე, რადგან მას არ სურს გამოჩენა. მას სიმსივნე აქვს მძიმე ფორმებში. დედას არ სურს ჩემთან ურთიერთობა... არც კონტაქტი... ღმერთია მოწამე, რომ მაქსიმალურად ვეცადე, აქამდე არ მეთქვა ეს ფაქტი...

და კიდევ, მამამ არათუ ჩემი არსებობა, არამედ ორსულობაც კი არ იცოდა... დედას სხვა შვილი აღარ გაუჩენია..."
რაც შეეხება იმას, ნანობს თუ არა ამ წამოწყებას, თამუნა ამბობს, რომ არაფერს არ ნანობს. მან გაიგო ვინ არის, აღმოაჩინა მამა, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა მისი არსებობის შესახებ და ასევე აღმოაჩინა და-ძმა და უამრავი ნათესავი მამისა და დედის მხრიდან. "მე უნდა მცოდნოდა ჩემი გვარი და ჩემს შვილებს უნდა სცოდნოდათ დედის გვარი... მე არაფერს არ ვნანობ..."
ჩვენი გაცნობის 10 წელი გახდა და ჯვარიც დავიწერეთ... - თამუნა მუსერიძემ და სანდრო მიკუჩაძემ ჯვარი დაიწერეს (ფოტოები)