17 ოქტომბერს მთელ საქართველოში წვიმდა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი მოვიდა და მკვეთრად აცივდა. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს ნინო წვერავასდავუკავშირდით...
- დღეს, 17 ოქტომბერს ამინდი გაფუჭდა, მთელ საქართველოში წვიმდა, უკვე ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმია, დღის ბოლოსკენ მაღალ მთებში ნალექი ზოგან თოვლში გადავიდა. ეს პროცესი, განსაკუთრებითდასავლეთ საქართველოშიდაახლოებით 22 ოქტომბრამდე შენარჩუნდება... იქნება წვიმა, მაღალ მთებში ზოგან თოვლი.
თბილისში ქარიანი ამინდი თითქმის 22 ოქტომბრამდეა ნავარაუდევი, ბევრი ნალექი არ ჩანს. უბრალოდ აგვიცივდება, სადღაც 11-16 გრადუსია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისში 14-15-16...