როგორც ცნობილია, ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ წყვილმა სულ ახლახან გაასაჯაროა ინფორმაცია, ერთობლივი ფოტოების გამოქვეყნებით. მას მერე ლიზა აღარ მალავს ფეხმძიმობას და მორიგი ფოტოსესიის ვიდეოს აქვეყნებს.
წყვილს პატარა გიორგი ჰყავს, რომლის ფოტოების გამოქვეყნებისგან თავს იკავებენ. ლიზა ამბობს, რომ სახელი მამის პატივსაცემად დაარქვა - ცნობილი ექიმის გიორგი ჩიჩუას.