ქალის 6 ყველაზე სასტიკი განსაცდელი სილამაზისთვის - მშობლები

ქალის 6 ყველაზე სასტიკი განსაცდელი სილამაზისთვის

2015-03-22 06:36:23+04:00

ქალებს ''მოდის მსხვერპლად'' ქცევა ერგოთ წილად ''სილამაზის მსხვერპლი'' ტყუილი ფრაზა არ არის. სილამაზის აღიარებულ სტანდარტებს რომ დაემორჩილონ, ხშირად ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც კი იღებენ მსხვერპლად.

დეფორმირებული ორგანოები, ქრონიკული დაავადებები, გარდაცვალებაც კი - საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ქალებს არაერთი ასეთი მსხვერპლი გაუღიათ სილამაზისთვის. და ბევრგან ეს ტრადიცია გრძელდება. სწორედ ამ გამაოგნებელ ტრადიციებზე გიამბობთ, რომელთა გარკვეულ ნაწილს ქალები დღესაც ემორჩილებიან, ''სილამაზისთვის''.

XVIII-XIX საუკუნის ქალებს ''მოდის მსხვერპლად'' ქცევა ერგოთ წილად. ცნობილი ამბავია, რომ კორსეტებში ''მოსაქცევად'' ხშირად ნეკნებსაც კი იმტვრევდნენ, გარდა ამისა, სწორედ ამ დროს იყო ე.წ. ''ემპირიული მოდა''- ძალიან ჰაეროვანი კაბები ეცვათ, ანტიკური ლამაზმანებისთვის რომ მიებაძათ. ხშირად გამჭვირვალე სამოსით გამოდიოდნენ ყინვაშიც კი და მალევე ხდებოდნენ ავად ფილტვების ანთებით, ხან კი ტუბერკულოზითაც. ორი საუკუნის წინ ეს დაავადებები პრაქტიკულად განუკურნებელი იყო და ბევრი ქალბატონი ეწირებოდა კიდეც ''მოდას''.

ძველ ჩინეთში მოდური იყო ე.წ. ლოტოსის ფეხები. ამ ტრადიციას დღესაც მისდევენ. მიიჩნეოდა, რომ რაც უფრო პატარა ფეხი ჰქონდა ქალს, მით უფრო ლამაზი იყო. ამის გამო ოთხი წლის ასაკიდან გოგონებს ფეხის თითებს უბინტავდნენ, 4 თითი ტერფს ''ეზრდებოდა'', აღარ ვითარდებოდა. ამას სდევდა თან სისხლდენები, ცუდი სუნი, ძვლების მტვრევა. საბოლოოდ ფეხი უფრო ჩლიქს ემსგავსებოდა, თუმცა ლამაზად მიიჩნეოდა, მერე რა, რომ ამის გამო ბევრი ქალი დაკოჭლდა კიდეც.

გაგრძელება