წვიმა, თოვლი. ქარი, მდინარების ადიდება - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში? - მშობლები

წვიმა, თოვლი. ქარი, მდინარების ადიდება - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში?

2024-10-20 20:20:30+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება,ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.