"რამე რომ დაემართოს? რამე რომ ვატკინო?" -  მამების ყველაზე გავრცელებული შიშები ბავშვის დაბადებისას - მშობლები

"რამე რომ დაემართოს? რამე რომ ვატკინო?" -  მამების ყველაზე გავრცელებული შიშები ბავშვის დაბადებისას

2024-10-21 09:43:53+04:00

მაშინაც კი, თუ კაცს ერთი სული აქვს, მამა როდის გახდება, ცოტა შეშინებულია.

"ასეთი პატარა ხელში როგორ უნდა დავიჭირო, რამე რომ ვატკინო?"

უთხარით, რომ არაუშავს, თუ ყველაფერი არ იცის. "ნებისმიერ მამას შეუძლია შვილზე ზრუნვა. თუ ქმარმა არ იცის როგორ აიყვანის, დაიჭიროს ახალშობილი, დაეხმარეთ, აჩვენეთ და მერე თავად სცადოს. ყველაფრის სწავლა შეიძლება,” - ამბობს ფსიქოთერაპევტი და სამი შვილის დედა ტამი გოლდი.

„მეშინია, როცა ბავშვი დაიბადება, ოჯახის ხარჯებს ვერ გავწვდები“

.დაგეგმეთ თქვენი ხარჯები, გამოთვალეთ რამდენი ფული გჭირდებათ რეალურად. შექმენით ბიუჯეტი ბავშვისთვის, ისევე როგორც ოჯახის ბიუჯეტი. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა და, შესაძლოა, დაისახოთ ფინანსური მიზნები.

”მეშინია, რომ ახლა მთელი ჩემი ცხოვრება ბავშვის გარშემო იქნება იტრიალებს და არაფრის დრო აღარ დამრჩება"

თუ კარიერა და აქტიური სოციალური ცხოვრება თქვენთვის მნიშვნელოვანია, თქვენ მას მაინც მოახერხებთ - უშვილო, ერთი შვილით თუ მრავალშვილიანი.

"გართობის და მეგობრების დრო დამრჩება?"

დიახ, ცხოვრება შეიცვლება. დასხედით მეუღლესთან ერთად და ისაუბრეთ, აუხსენით ერთმანეთს თქვენი სურვილები. ყოველთვის შეგიძლიათ შეთანხმდეთ: დედა აირჩევს კვირაში ერთ დღეს მეგობრებთან შესახვედრად, ხოლო მამა აირჩევს სხვა დღეს პირადი საქმეებისთვის.

"მშვიდი ძილი არ მეღირსება”

უძილო ღამეები არ გაგრძელდება მთელი ცხოვრება, მხოლოდ რამდენიმე თვე - სავსებით შესაძლებელია ადაპტირება და მოთმინება. შეიმუშავეთ ძილის დროის სტრატეგია. იქნებ ერთი თქვენგანი "იმუშავებს ღამის ცვლაში" სამუშაო დღეებში, მეორე კი შაბათ-კვირას? შეძლებენ თუ არა თქვენი ბებია, რომელიმე თქვენი ნათესავი ან ძიძა დაგეხმაროთ ზოგიერთ დღეებში.

"ბავშვს რომ რამე დაემართოს?"

გაესაუბრეთ ფსიქოლოგს. შეხედეთ იმ შემთხვევების სტატისტიკას, რომლისაც გეშინიათ. ეს გაგიადვილებთ ამ შიშის დაძლევას. შეუძლებელია აბსოლუტურად ყველაფრის უზრუნველყოფა - და ეს არ არის აუცილებელი. საკმარისია აკეთო ის, რაც შენს ძალებშია და შენზეა დამოკიდებული.

"სახლ სულ ყირაზე იქნება"

ბავშვი არ არის მონსტრი, რომელიც გამოჩნდება და მაშინვე ყველაფერს თავდაყირა აყენებს. თუ საქმეების მოწესრიგება თქვენთვის მნიშვნელოვანია, ერთად შეადგინეთ გეგმა და დაეხმარეთ თქვენს მეუღლეს, რომ ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. ზოგიერთი ოჯახი დაუყოვნებლივ აცხადებს ბინის ნაწილს "ბავშვთაგან თავისუფალ ზონად", მაგალითად, მისაღები ოთახი ან მშობლების საძინებელი. გამოთვალეთ თქვენი შემოსავალი: იქნებ გაგიადვილდეთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ დამლაგებლის დაქირავება?

”მე ვერ ვიქნები კარგი მამა. მამაჩემიც არ იყო საუკეთესო."

კარგი მამობა თანდაყოლილი თვისება არ არის. თუ უკვე გაწუხებთ, როგორი მამა იქნებით, ესე იგი მცდელობასაც გამოიჩენთ. მონდომებას კი ყველა საქმეში მოჰყვება სასურველი შედეგი. მშობლობა არავინ იცის, ერთად და თანდათან ისწავლით.

"რომ ატირდეს, ვერ გავაჩუმებ"

აქ მხოლოდ დედას შეუძლია დახმარება. ატირებისთანავე არ უნდა გამოსტაცოს ბავშვი მამას ხელიდან. თანდათან მამა-შვილს შორის ემოციური კავშირიც გამყარდება და ყველაფერი გამოვა.