როგორი ამინდი გველოდება თვის ბოლომდე და როდის მოიმატებს ტემპერატურა - პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან - მშობლები

როგორი ამინდი გველოდება თვის ბოლომდე და როდის მოიმატებს ტემპერატურა - პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან

2024-10-21 12:50:23+04:00

თვის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, ხათუნა ქოქოსაძემ განგვიცხადა.

"თვის ბოლომდე დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი +19 გრადუსამდე მოიმატებს. 26-27 ოქტომბერს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი, მაღალ მთაში თოვლი. მაღალ მთაში უარყოფითი ტემპერატურა ღამის საათებში -8, -3 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. მაღალმთიან რაიონებში, მესტიაში, გუდაურში, ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი.

თბილისში თვის ბოლომდე დღის ტემპერატურა +18, +19 გრადუსის ფარგლებში იქნება, ღამით კი +8, +10 გრადუსის ფარგლებში. უახლოესი დღეების განმავლობაში ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 26 ოქტომბრის დღის ბოლოდან გაწვიმდება, 27-ში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. თბილისში წვიმიანი ამინდი 29 ოქტომბრამდე გაგრძელდება." - გვითხრა ხათუნა ქოქოსაძემ.

თამარ იაკობაშვილი