7 მიზეზი, რატომ ვერ ხვდებით სასურველ მამაკაცს... - რა გიშლით ხელს პირადი ცხოვრების აწყობაში - მშობლები

7 მიზეზი, რატომ ვერ ხვდებით სასურველ მამაკაცს... - რა გიშლით ხელს პირადი ცხოვრების აწყობაში

2024-10-21 14:19:22+04:00

ალბათ, მარტოხელა ქალებისაგან ხშირად მოგვისმენია ფრაზები, რომ ახლა ნამდვილ მამაკაცთან შეხვედრა ძალიან რთულია და ურთიერთობების აწყობა განსაკუთრებით უჭირთ. თუმცა, ურთიერთობის ფსიქოლოგები საუბრობენ იმ მთავარ პრობლემებზე, რის გამოც ქალებს სასურველ მამაკაცთან შეხვედრა უჭირთ:

სამსახური-სახლის უცვლელი მარშრუტი

მუდმივად სახლში ან ოფისში ყოფნა ახალი ნაცნობობის შექმნას, ფაქტობრივად, გამორიცხავს. თუ მთელი ცხოვრება განსაზღვრულ მარშრუტს მიჰყვება, სწავლა - სამსახური - სახლი, სადილი უახლოეს კაფეში, გაჯეტები, დასვენება და ძილი - მაშინ ვინმეს გაცნობის შანსი ძალიან მცირდება.

ამიტომაც, მიეცით საკუთარ თავს სიყვარულის შანსი. შეცვალეთ არსებული რუტინა, გადაერთეთ სხვა საკითხებზეც, გარეთ გადით, გაისეირნეთ მეგობრებთან ერთად, წადით მუზეუმში, დაესწარით კონცერტებს, გაწევრიანდით სხვადასხვა კლუბში და ჩაერთეთ თქვენთვის სასურველ აქტივობებში.

რესურსების სხვა რამეზე დახარჯვა

შესაძლოა, მთელი დღის განმავლობაში სამსახურში ვართ, ოჯახის წევრებს, ახლობლებსაც ვხვდებით, ან თუნდაც რომელიმე წრეზე, იოგაზე, ცეკვაზე დავდივართ. მაგრამ, სოციალური წრე ამ ზონაში ძალიან მცირეა და როგორც წესი, დიდად არ იცვლება. შესაძლოა, რესურსებს სრულად არასწორად ვიყენებთ. თუ სოციალური წრე არ გამრავალფეროვნდება, სიყვარულის პოვნის შანსი სულ უფრო შემცირდება.

ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ ჩვეული ქმედებების ჯაჭვი აუცილებლად დაარღვიოთ. ეწვიეთ კაფეებს, გაიმრავალფეროვნეთ დღეები, წადით ახალ, საინტერესო ადგილებში და განსხვავებულ ადამიანებს შეხვდით.

1-1729506567.jpg

ცუდი გამოცდილება და წარსულის ტრავმა

შესაძლოა, წარსულის ტრავმულმა გამოცდილებამ იმდენად ნეგატიური განწყობა შეგიქმნათ, რომ ახლა სამყარო თქვენთვის მტრულად გამოიყურება. ასეთ მდგომარეობაში ქალს ახალი ურთიერთობების წამოწყება განსაკუთრებით უჭირს და როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, სანდო მამაკაცების მიზიდვა არ შეუძლია. მნიშვნელოვანია, რომ წარსულის ტრავმული გამოცდილებისაგან გათავისუფლდეთ და საკუთარ თავს ახალი შანსი მისცეთ. თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, ჯობს, სპეციალისტს მიმართოთ და კონსულტაცია ფსიქოლოგთან გაიაროთ.

არასწორი მოლოდინები

არასწორი მოლოდინები და სრულიად შეუსაბამო რეალობა კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ქალები სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბებას ვერ ახერხებენ. ამიტომაც, წინასწარ კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოყალიბება და ზუსტად ამ კრიტერიუმებით ვინმეს მოძებნა ძალიან რთულია. ჯობს, მოლოდინები და რეალობა ერთმანეთს შეესაბამებოდეს.

აჩქარება

შესაძლოა, უფროსი თაობისგან ხშირად მოგვისმენია, ფრაზები, რომ ჯობს ქალი მალევე დაოჯახდეს, შვილები აღზარდოს... თუმცა, ცხოვრებისეული პარტნიორის არჩევისას აჩქარება არ ღირს, რადგანაც თითოეული შეცდომა დიდ იმედგაცრუებას იწვევს.

ამიტომაც, საკუთარ თავსაც და პარტნიორსაც დრო მიეცით. უკეთ გაეცანით და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.

8-1729506579.jpg

არასწორი ადგილი

თუ ბუნებისა და სახლში მშვიდი საღამოების მოყვარული ხართ, ღამის კლუბებსა თუ წვეულებებში პარტნიორის ძებნას აზრი არ აქვს... მნიშვნელოვანია, რომ თქვენ და თქვენს პარტნიორს დაახლოებით ერთნაირი პრიორიტეტები გქონდეთ. ბუნებრივია, აუცილებელი არ არის, ადამიანებს ზუსტად ერთნაირი ხედვები და ინტერესები ჰქონდეთ, მაგრამ ურთიერთობებში ინტერესების დამთხვევა მნიშვნელოვანია.

ურთიერთობის წამოწყების სურვილის არქონა

ურთიერთობის სურვილი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ქალი ფიქრობს, რომ ურთიერთობებისათვის მზად არის, მაგრამ სინამდვილეში, ემოციურად, ბავშვებისთვის, ოჯახისთვის, ახალი გარემოსთვის მზაობა არ აქვს, მაშინ ურთიერთობის წამოწყება გაუჭირდება. გახსოვდეთ, როცა სურვილი მოვა, შესაძლებლობაც მოვა.