ინტელექტუალური ტესტი ზოგად განათლებაზე - შეამოწმეთ თქვენი ცოდნა - მშობლები

ინტელექტუალური ტესტი ზოგად განათლებაზე - შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

2024-10-22 12:14:38+04:00

სასკოლო პროგრამა მოსწავლეებს სხვადასხვა საგნის ფარგლებში არაერთ მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას აძლევს. ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებზე კი პასუხებს სწორედ ის ადამიანი გასცემს, ვისაც სასკოლო პროგრამა ახსოვს და კარგი ზოგადი განათლება აქვს:

1. რომელი რომაული ღმერთის სახელი ჰქვია პლანეტა სატურნს?

  • ომის ღმერთის
  • სიყვარულის ღმერთის
  • მიწათმოქმედების ღმერთის
  • სიკვდილის ღმერთის

2. რა ტემპერატურაზე იწვის ქაღალდი?

  • 100 °C
  • 451 °C
  • 60 °C
  • 200 °C

3. რას შეისწავლის ლეპიდოპტეროლოგია?

  • პეპლებს
  • ქვეწარმავლებს
  • მღრღნელებს
  • სოკოებს

4. რომელ ევროპულ სახელმწიფოს არ აქვს დედაქალაქი?

  • შვეიცარიას
  • დანიას
  • ნიდერლანდებს
  • შვედეთს

5. რომელ მხედართმთავარს ეკუთვნის შემდეგი ფრაზა: "მივედი, ვნახე, გავიმარჯვე" (Veni, vidi, vici)

  • იულიუს კეისარს
  • ალექსანდრე მაკედონელს
  • ოქტავიანე ავგუსტუსს

6. რომელია მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა?

  • მარსი
  • სატურნი
  • იუპიტერი
  • ვენერა

7. რომელია დედამიწის უდიდესი ოკეანე?

  • წყნარი ოკეანე
  • ატლანტის ოკეანე
  • ინდოეთის ოკეანე

8. რომელ კონტინენტზე მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე მაღალი ჩანჩქერი?

  • ევროპაში
  • აზიაში
  • სამხრეთ ამერიკაში
  • აფრიკაში

9. ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ინდოეთში, ჩინეთი მეორე ადგილზეა. რომელი ქვეყანაა მესამე ადგილზე?

  • ბრაზილია
  • აშშ
  • ინდონეზია

10. ვინ იყო პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი?

  • ნილ ამსტრონგი
  • იური გაგარინი
  • ალან შეპარდი

სწორი პასუხები:

  1. მიწათმოქმედების ღმერთის
  2. ექსპერიმენტებით დადასტურებულია, რომ ქაღალდი 451 გრადუს ცელსიუსზე იწვის. შესაბამისად, ამ შეკითხვაში ორივე პასუხი სწორია.
  3. პეპლებს
  4. ჩამოთვლილთაგან, შვეიცარიას ოფიციალური დედაქალაქი არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ფედერალური ასამბლეა ქალაქ ბერნში მდებარეობს.
  5. ფრაზა ეკუთვნის იულიუს კეისარს. წყაროების თანახმად, მან აღნიშნული სიტყვები გამოიყენა რომის სენატში ძვ. წ. 47 წელს, მას შემდეგ, რაც ფარნაკე II-ის წინააღმდეგ გამართულ ზელასთან ბრძოლაში გაიმარჯვა. ფრაზა დღემდე ძალიან პოპულარულია და სწრაფი გამარჯვების აღსანიშნავად გამოიყენება.
  6. იუპიტერი
  7. წყნარი ოკეანე
  8. ყველაზე დიდი ჩანჩქერი - ანხელი, სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს.
  9. აშშ
  10. ნილ ამსტრონგი