"ტირანი დედაა. მაიძულებდა მეცხოვრა ისე, როგორც მას სურს" - ლუბა უსპენსკაიას დაკარგული შვილი გამოჩნდა და კრემლის პროპაგანდისტ მომღერალს ძალადობაში ადანაშაულებს - მშობლები

"ტირანი დედაა. მაიძულებდა მეცხოვრა ისე, როგორც მას სურს" - ლუბა უსპენსკაიას დაკარგული შვილი გამოჩნდა და კრემლის პროპაგანდისტ მომღერალს ძალადობაში ადანაშაულებს

2024-10-22 13:22:49+04:00

ოქტომბრის დასაწყისში, ცნობილი რუსი მომღერლისლუბა უსპენსკაიასქალიშვილი გაუჩინარდა. მომღერალი შვილის დაკარგვაში უკრაინას ადანაშაულებდა. მისი თქმით, გოგონა უკრაინის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და მის გამოყენებას დედის წინააღმდეგ აპირებდნენ. რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ტატიანაპლაქსინა, არავის გაუტაცია. გოგონა ისრაელში იპოვეს და რუსეთში დააბრუნეს.

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უბედურება დამემართა! ახლახან ბაქოდან ჩამოვედი, ტანია - ჩემი ქალიშვილი, დაკარგულია! ვერ ვპოულობ… მისი ტელეფონები სახლშია. მეშინია, რადგან ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩემს მოგზაურობებთან დონეცკსა და ლუგანსკში. ან შესაძლოა, ნარკომანებმა ან დილერებმა გაიტაცეს სადმე", – ამბობდა მომღერალი.

რუსეთში დაბრუნებულმა პლაქსინამ ადგილობრივ მედიასთან აღიარა, რომ რეალურად, ისრაელში ყოფნისა, ვარსკვლავი დედას ემალებოდა და ის სახლიდან საკუთარი ნებით გაიქცა. განაგრძეთ კითხვა