"შენ ჩემი სიყვარულის ჯარისკაცი ხარ სამუდამოდ! დაე ღმერთმა კიდევ მოგვცეს ერთი შანსი, რომ სამბა ვიცეკვოთ! " - რას წერს თეონა კონტრიძე იუბილარ მეუღეზე და ქართველ ძმაზე, რომელიც ახალ სახლში ესტუმრა - მშობლები

"შენ ჩემი სიყვარულის ჯარისკაცი ხარ სამუდამოდ! დაე ღმერთმა კიდევ მოგვცეს ერთი შანსი, რომ სამბა ვიცეკვოთ! " - რას წერს თეონა კონტრიძე იუბილარ მეუღეზე და ქართველ ძმაზე, რომელიც ახალ სახლში ესტუმრა

2024-10-23 10:44:30+04:00

მომღერალი თეონა კონტრიძე საყვარელ მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს და პირველ რიგში იმას სთხოვს ღმერთს, რომ მან ისევ შეძლოს ფეხზე წამოდგომა. როგორც ცნობილია, ნიკოლაი კლოპოვს ხუთი წლის ინ დუასვეს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი და წელიწადზე მეტია, ეტლში ზის.

"შენ ყველაზე ლამაზი, ყველაზე კეთილშობილი და ყველაზე საყვარელი ხარ! მე არ ვიცნობ შენზე უკეთეს ადამიანს. არც ერთი ჩემი ნაცნობი მამაკაცი ახლოსაც ვერ მოვა შენთან. შენ ჩემი სიყვარულის ჯარისკაცი ხარ სამუდამოდ! დაე ღმერთმა კიდევ მოგვცეს ერთი შანსი, რომ სამბა ვიცეკვოთ! მიყვარხარ!" - წერს თეონა.

თეონამ და ნიკოლაი კლოპოვმა, რომელიც ნახევრად რუსი და ნახევრად უკრაინელია, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში იქორწინეს. მას შემდეგ კონტრიძე-კლოპოვას წყვილი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლებიან.

ცოტა ხნის წინ თეონა წერდა, რომ ძმამ ჩააკითხა მოსკოვში, ახალ სახლში.

d331fdbe-17af-4509-9e6e-4b6216972552-1729666760.jpg

"ჩემთვის ყველაზე დიდი ფასეულობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ოჯახი. ადამიანები, რომლებიც თავიანთი არსებობით მაძლიერებენ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ძმას ვხედავ ჩემს სახლში. მილიონი წელია აქ არ ყოფილა და აი ჩამოფრინდა თბილისიდან. გულს ათბობს, როცა შენი ახლობლები შენს სივრცეს ავსებენ. დედა ვერ მოესწრო ჩემს ბინას, ვერც მამა, დეიდა 85 წლისაა და ბიძაშვილები და მეგობრები ალბათ მალე ესტუმრებიან ჩემს სახლს, აწევენ წითელი ღვინის ჭიქას და ყველაზე ლამაზ ქართულ სადღეგრძელოს იტყვიან. ამინ..."