IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) გონებრივი განვითარების მაჩვენებელია, რომელსაც სხვადასხვა ტესტი მარტივად განსაზღვრავს. მეცნიერები თვლიან, რომ მაღალი IQ-ის მთავარი ფაქტორი გენეტიკაა. ასევე ითვლება, რომ კოგნიტურ უნარებზე გავლენას ის გარემო ახდენს, სადაც ბავშვი იზრდება. ინტელექტის კოეფიციენტი მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის არსებობას არ აერთიანებს. არამედ, ადამიანის ლოგიკას, მეხსიერებას, გააზრების უნარსაც მოიცავს.
დღეს გაგიზიარებთ ერთ ტესტს, რომელზეც ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანთა მხოლოდ 17%-ს შეუძლია, შეცდომის გარეშე შეასრულოს.
ქვემოთ 3 სიტუაციური ამოცანაა, რომლებზეც კარგად დაფიქრება მოგიწევთ:
1. ნავი შუა წყალშია. გვერდიდან კიბე ჩამოაგდეს. მოქცევამდე წყალი მხოლოდ ქვედა საფეხურს ფარავდა. რამდენი დრო დასჭირდება წყალს ქვემოდან მე-3 საფეხურის დასაფარად, თუ მოქცევის დროს წყალი საათში 20 სმ-ით იწევს და საფეხურებს შორის მანძილი 30-სმ-ია?
2. წარმოიდგინეთ, მარათონზე ხართ. გაასწარით მორბენალს, რომელიც მეორე მირბოდა. რა პოზიციას იკავებთ ახლა?
3. ყრუ-მუნჯი მამაკაცი საოფისე ნივთების მაღაზიაში ფანქრის სათლელის საყიდლად შევიდა. თითი მარცხენა ყურში ჩაიდო, მარჯვენა ყურთან მეორე ხელის მუშტი მიიტანა და დაატრიალა. ამ ფორმით სცადა, კონსულტანტისთვის აეხსნა, რომ სათლელი სურდა. იმავე მაღაზიაში ბრმა მამაკაცი შევიდა - როგორ აუხსნა მან გამყიდველს, რომ მაკრატლის ყიდვა უნდა?